Caminito Del Rey - ესპანეთის ყველაზე საშიში სალაშქრო მარშუტი უკვე უსაფრთხო გახდა

აქ მოსახვედრად ესპანეთის სამხრეთით, მალაგაში უნდა წახვიდეთ. ეს ბილიკი ადრენალინის მოყვარულ ჰაიკერებში ფართოდ იყო  ცნობილი - ნახევრად დანგრეული, გზადაგზა უამრავი ჩასავარდნებით და ხიფათებით აღსავსე ბილიკი მსოფლიოს ყველა მხრიდან იზიდავდა ტურისტებს. უზარმაზარი კანიონის თავზე გამავალი ბილიკი არამარტო საშიში, არამედ ულამაზესიცაა. რკინის და ცემენტის კონსტრუქცია პირდაპირ ვერტიკალურად აღმართულ კლდეებზე იყო მიმაგრებული და სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებდა.

100 წლის ასაკის და 100 მეტრი სიმაღლის ბილიკები ფაქტიურად დაუცველი იყო ამინდის ყველანაირი ზემოქმედებისგან. ქარი წვიმა და მზე თანაბრად ათბობდა და ყინავდა ტურისტებს. caminito-del-rey-panorama-1200x1200caminito-del-rey-hole-1200x1200აქ კარგად ჩანს ის ხვრელები, რომლებიც ყველგან გვხვდებოდა caminito-del-rey-path-1200x1200"DCIM100GOPRO"caminito-del-rey-catwalk-1200x1200 სამი კილომეტრის სიგრძლის ბილიკზე ფეხის შედგომას მხოლოდ ყველაზე თავზეხელაღებული ტურისტები ბედავდნენ. უმეტეს ადგილას ადამიანებს კლდეზე ცოცვით ან დაჟანგული რკინის კონსტრუქციების გავლით უწევდათ გადაადგილება. სამთო აღჭურვილობის გარეშე მოძრაობა პრაქტიკულად შეიძლებელი იყო. კარაბინები, თოკები და ა.შ. აუცილებელი აღჭურვილობის სიაში შედიოდა. "DCIM100GOPRO"caminito-rey-cliffs-1000x1000caminito-del-rey-balance-1200x1200 ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ წინ ჰაიკერები, ვიწრო ხეობაში კი ქარი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო. 7 მეტრი სიგანის, ნახევრად დაშლილ ბილიკზე ადამიანისთვის გვერდის აქცევა საკმაოდ შრომატევადი და სახიფათო რამეა. caminito-del-rey-river-1200x1200

ბილიკის ისტორია

ბილიკი 1905 წელს აშენდა, 4 წლის საკონტრუქციო სამუშაოების შემდეგ. ბილიკი ორი ჰიდროელექტროსადგურის დასაკავშირებლად შეიქმნა Chorro Falls და Gaitanejo Falls-ს შორის, რომელიც კანიონის ორ სხვადახსვა კიდეშია განლაგებული. 1921 წელს ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-მ გაიარა ეს ბილიკი და ამიტომ ამ ადგილს მეფის ბილიკსაც უწოდებენ. ამ ბილიკზე უამრავი ჰაიკერია გარდაცვლილი. ათობით წლის მანძილზესარეკონსტრუქციო სამუშაოების არარსებობის გამო ბილიკი ნებისმიერ წუთას შეიძლებოდა ფეხქვეშ ჩაშლილიყო. 100 მეტრის სიმაღლიდან დავარდნისას კი შედეგი თითქმის ყოველთვის სამწუხაროა. caminito-del-rey-deaths-1200x1200caminito-del-rey-support-1200x1200caminito-del-rey-house-1200x1200caminito-rey-canyon-1200x1200

ბილიკის რეკონსტრუქცია

ოთხწლიანი ინტენსიური სამუშაოების შემდეგ განახლებული ბილიკი 2015 წელს გაიხსნა. საიტზე მოქმედებს ვირტუალური ტურიც, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ, თუ როგორ შეიცვალა აქაურობა. 960x540arc_206959_garc_206960_garc_207138_g ბილეთები ძალიან იაფია 0.94 ან 1.5 ევრო. ბილიკის გავლას დაახლოებით 4 საათი ჭირდება.  თავდაპირველად ბილიკზე შესვლა ორივე მხრიდან შეიძლებოდა (ბილიკი წრიული არაა), ხოლო პირველი ოქტომბრიდან 2016 წლის მარტამდე შესვლა მხოლოდ Ardales-დან შეიძლება. ასეთ შემთხვევაში სიარული დაღმართზე გიწევს, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელია.  ადგილამდე თანამედროვე და კომფორტული მატარებელი მიდის. შესვლა მხოლოდდღის საათებშია დაშვებული და ალაგ-ალაგ დასასვენებელი ადგილებია მოწყობილი.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %