20 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ნორვეგიაში. ნაწილი I

ნორვეგია - ფიორდების, ზღაპრული ხედების, პატარ-პატარა მყუდრო კუნძულების და  მეთევზეების სოფლების მხარეა. ქვეყანა განთქმულია ფიორდებით, მთებით, სათხილამურო კურორტებით, ტბებითა და ტყეებით. ბუნების უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია, რის გამოც ის მრავალ მოლაშქრეს იზიდავს. ყოველწლიურად, ასობით ათას უცხოელ ტურისტს იზიდავს დასავლეთ და ჩრდილოეთ ნორვეგიის ფიორდები, მთები, ჩანჩქერები. ჩვენ შევეცადეთ 20 ყველაზე ლამაზი ადგილისთვის მოგვეყარა თავი.

1.  ფრედვანგის ხიდები

norway-photography-1__880 ლოფოტენის კუნძულებზე უამრავი ხიდია, მაგრამ მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ფრედვანგის ხიდებია, რომლებიც მეთევზეთა სოფლს ფრედვანგს აკავშირებს მეზობელ კუნძულთან.  სამხრეთის ხიდს Kubholmleia Bridge, ხოლო ჩრდილოეთით განლაგებულს Røssøystraumen Bridge ქვია. ორივე ხიდი 240 მეტრი სიგრძისაა. ხიდები 1988 წლიდან ფუნქციონირებს.

2. რიორუსი

norway-photography-7__880 რიორუსი, პატარა ქალაქი, რომელიც შვეციის საზღვართან ახლოსაა განლაგებული, მეთვრამეტე საუკუნეში სპილენძის მომპოვებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქალაქის ცენტრი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა უძველესი ქუჩები და საუკუნოვანი ხის შენობები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 1980 წლიდან.

3. რეინეnorway-photography-9__880

მიუხედავად იმისა, რომ ლოფოტენის კუნძულებზე  განლაგებული მეთევზეთა ეს პატარა სოფელი დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ დაშორებულია, აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის. ნორვეგიის ყველაზე დიდმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა (Allers), 1970-იან წლებში რეინე ნორვეგიის ყველაზე ლამაზ სოფლად დაასახელა.  აქ მოხვედრა ევროპის E10 გზატკეცილითაა შესაძლებელი.  რეინეს თავზე რეინებრინგენის მთა დაყურებს, რომელიც ამ ფოტოზეც კარგად ჩანს.

4. ბლეიკი

norway-photography-20__880 ბლეიკი მეთევზეების სოფელია, რომკელიც ანდოიას კუნძულზე მდებარეობს. აქ სულ 460 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი პლაჟია განლაგებული. პლაჟი თეთრია, ხოლო სოფლის დასახელება- ბლეიკი, ნორვეგიულ ენაზე თეთრს, ფერმკრთალს ნიშნავს. ფოტოზე გამოსახული სამკუთხა მთა კუნძულ ბლეიკსოიას ნაწილია, სადაც puffin-ების უზარმაზარი კოლონია ცხოვრობს. shutterstock_101810902 აქ ჩასულ ტურისტებს ხვდებათ ტრადიციული ნორვეგიული სახლები, სკოლა, პატარა მაღაზია. აქვეა ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი, პაბი და ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა.

5. გეირანგერფიორდი

norway-photography-21__880ფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის ნერიოიფიორდთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ის ნორვეგიის დასავლეთ ნაწილში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 15 კმ-ია. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი.

6.  რეინებრინგენის მთაnorway-photography-30__880

რეინებრინგენის მთა, რომელის სიმაღლე ზღვის დონიდან 448 მეტრია და მის წვერამდე მისაღწევად გამოცდილ მოლაშქრეს დაახლოებით 2 საათი ჭირდება, ლოფოტენის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი "მწვერვალია". შედარებით იოლი სალაშქრო მარშუტი და ზემოდან გადაშლილი საოცარი ხედები ექსტრემალური ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.

7. სვოლვერი norway-photography-32__880

სვოლვერი  ლოფოტენის კუნძულებზე განლაგებული მეთევზეთა კიდევ ერთი თვალწარმტაცი სოფელია. აუსტვაგოიას კუნძულზე განლაგებული სვოლვერი სამხრეთით ვესტფიორდენს გადაყურებს, ხოლო ჩრდილო მხარეს მთებითაა შემოფარგლული. ყველაზე ცნობილი მწვერვალი აქ სვოლვერგეითია, რომელზეც პირველი მთამსვლელი 1910 წელს ავიდა.  ჩრდილოეთით არსებული მთები ბუნებრივ ბარიერს ქმნიან ნისლის და ღრუბლებისთვის, სწორედ ამიტომაც ტემპერატურა და კლიმატი შედარებით რბილი და თბილია.

8. ოდა

norway-photography-37__880ჰარდანგენის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი ულამაზესი, ფერად-ფერადი სახლებითაც გამოირჩევა.

9. ტროლტუნგა

norway-photography-70__880ტროლტუნგა (ტროლის ენა) ოდას მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჰორიზონტალურად, 700 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში გამოკიდებული კლდის ნატეხი რინგედალსვატნეტის ტბას გადაყურებს. ეს რელიეფი ჯერ კიდევ დიდი გამყინვარების დროს, 10 000 წლის წინ ჩამოყალიბდა, როცა მყინვარის ყინულის ენამ კლდეებამდე მიაღწია. აქ მოსახვედრად სალაშქრო აღჭურვილობა და ტყესა და კლდეებზე გამავალ ბილიკზე რამოდენიმე საათი მოგიწევთ ძრომიალი.

10 რენდოლსეტრა

norway-photography-191__880ეს მთა ნორვეგიის ყველაზე ლამაზ ხეობაში - ინერდალენში მდებარეობს. მთის ძირას ტრადიციული ნორვეგიული რძის ფერმაა. 1988 წლამდე აქ ყველს, კარაქს და არაჟანს აწარმოებდნენ. ზაფხულობით აქ ჯერ კიდევ დაყავთ ძროხები და პროდუქციას ტურისტებს სთავაზობენ. (მეორე ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ)
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %