ტურისტებისთვის საშიში ყვავილები

ტურისტები ხეტიალისას მრავალი სახის უცნაურ მცენარეეს აწყდებიან. მათი ნაწილი შხამიანია და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ. შხამიანი მცენარეებით  ტროპიკული ტყეები განსაკუთრებულად მდიდარია. გაეცანით რამდენიმე ლამაზ მაგრამ შხამიან მცენარეს. ნეპენტესი ტროპიკული შხამიანი მცენარეა, რომელსაც მწერების დასაჭერად დოქისმაგვარი ყვავილები აქვს. ეს მცენარე ფართოდაა გავრცელებული ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, მაგადასკარზე. მას მეორენაირად “მაიმუნის ფიალასაც” უწოდებენ, რადგან ხშირად უნახავთ, თუ როგორ სვამენ მაიმუნები ამ “დოქიდან” წყალს. მწერების სატყუარა ყვავილი შეიცავს სითხეს, რომელსაც აქვს წებოვანი სტრუქტურა. სწორედ მასში იხრჩობიან მწერები. ნეპენტესის ზოგიერთი ჯიშის ყვავილი იმხელა იზრდება, რომ შეუძლია თაგვის ან ვირთხის დაჭერაც კი. page-7-2008-1-DSC_8176OLYMPUS DIGITAL CAMERA     კალიფორნიული დაგლინგტონია-დალინგტონიების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ორეგონას შტატში და კალიფორნიაში იზრდება. ის ძირითადად ჭაობებში და წყლიან ადგილებში ხარობს და საკმაოდ იშვიათ მცენარეს წარმოადგენს. დარლინგტონიას ფოთლებს აქვს დაგრეხილი ფორმა და ისინი წარმოქმნიან ხვრელს, რომელიც დროდადრო ბუშტივით იბერება ხოლმე. მასში მწერის მოხვედრისთანავე ყვავილი იხურება და მწერი უკვე ვეღარ ახერხებს გარეთ გამოსვლას. ფოთლები მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა მწერი ბოლომდე გადამუშავდება. Darlingtonia_californica_ne1Darlingtonia_californica_ne3Darlingtonia16011-2     ბუზებისჭამია ვენერინა ყველაზე ცნობილი მწერიჭამია შხამიანი მცენარეა. ის ძირითადად ბუზებითა და ობობებით იკვებება. ეს არის პატარა ზომის მცენარე, რომელსაც სულ 7-8 ფოთოლი გააჩნია. მცენარის ფოთოლი გაყოფილია ორ ნაწილად და ბოლოვდება წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსებით. ფოთლის ეს ნაწილები ახორციელებენ სწრაფ მოძრაობას, როცა მათ მწერი ან ბუზი შეეხება. ისინი იხურებიან 0, 1 წამის განმავლობაში და თავის შიგნით წარმოქმნიან მცენარის ეგრეთწოდებულ “კუჭს”, სადაც ხდება მწერის გადამუშავება. 615925121_4a5898dcef_b2626010584_5d9fcecdcb     Dionaea_muscipula_002     გენლისეას  21-მდე სახეობა არსებობს და ის იზრდება აფრიკის, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკის წყლიან და ჭაობიან ადგილებში. გენლისეა ბალახოვანი მცენარეა ყვითელი ყვავილებით, რომლებსაც აქვს კიბორჩხალისმაგვარი მარწუხები მწერების დასაჭერად. ამ ხაფანგში მოხვედრა იოლია, მისგან თავის დაღწევა კი შეუძლებელია იქ არსებული მრავალრიცხოვანი ძაფებისა და აბლაბუდის არსებობის გამო. Genlisea aureaGenlisea_pygmaea_0701     ცხიმოვანა მიეკუთვნება იმ მცენარების რიგს, რომლებიც გამოიყენებენ წებოვან, სრიალაზედაპირიან ფოთლები იმისათვის, რათა მიიზიდონ და გადაამუშაონ მწერები. ამ მცენარის 40-მდე სახეობაა გავრცელებული და ისინი ხარობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. large_pinguicula_1P_zecheri2(HR)  Pinguicula_moranensis_variation [caption id="attachment_2900" align="aligncenter" width="601"]IF(PLANT15 Decker) For August 15, 2010 Home & Garden edition. Common name: Mexican butterwort. Photo by Dave Brigner[/caption]
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %