4 000 საფეხურიანი ნამდვილი "კიბე სამოთხისკენ"

"ჰაიკუს კიბეები" რომელსაც ხშიარდ მოიხსენიებენ როგორც "კიბეს სამოთხისკენ", ჰავაიში მდებარეობს და ის ამერიკის ყველაზე ლამაზი სალაშქრო ადგილია. 4 000 საფეხურიანი კიბეების გავლისას თვალწინ შთამბეჭდავი ხედები იშლება, თუმცა ამ გზის გავლა, ისევე როგორც სამოთხეში მოხვედრა, ძალიან რთულიცაა.  კიბის ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს გაკეთდა და საფეხურები მთლიანად ხის იყო, 1950 წელს კი ხის საფეხურები ფოლადმა ჩაანაცვლა და მთის წვერზე სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გაკეთდა. Haiku-Stairs-or-the-Stairway-to-Heaven-in-Oahu-Hawaii-4Halawa_hidden_stairs_39_smHaiku-Stairs-or-the-Stairway-to-Heaven-in-Oahu-Hawaii-3 თითქმის 30 წელია რაც ეს კიბე ოფიციალურად დაიხურა, თუმცა ტურისტების დიდი მოთხოვნის გამო ადგილობრივები მაინც აწყობენ მასზე ლაშქრობას, რა თქმა უნდა არალეგალურად. ლაშქრობისას განსაკუთრებულ საშიშროებას ცვალებადი ამინდიც ქმნის. რამდენიმე წლის წინ გარკვეული ჯგუფები ითხოვდნენ ბილიკის ოფიციალურად გახსნას, თუმცა თანხმობა ვერ მიიღეს. ტერიტორია დაცვის ზედამხედველობის ქვეშაა, თუმცა თავზეხელაღებული ტურისტები ადგილობრივების დახმარებით მაინც ახერხებენ კიბეებზე გავლას. maxresdefaultphoto-43686782thumb-1347256524697-621701_10100600268454179_327928910_o ცოტა ხნის წინ კიბეები ქარიშხალმა დააზიანა. ადგილობრივებმა მთავრობას მიმართეს აღდგენის თხოვნით, თუმცა მათგან, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. გამოსავალი ისევ ტურისტების მხარდაჭერაში იპოვნეს. იმისათვის, რომ კიბეების დაზიანებული ნაწილი აღდგეს, ტურისტებს მასზე გასავლელად 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. screen shot 2014-07-29 at 7.58.58 amscreen shot 2014-07-29 at 8.00.54 am  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %