turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

30 აუცილებლად სანახავი ადგილი ევროპაში. ნაწილი III

ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სადაც ხალხის აზრით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. ამ ადგილებში ყოველთვის უამრავი ტურისტია, წლის და დღის ნებისმიერ დროს. და თუ ამდენ ადამიანს მოწონს და ნახულობს, ესეიგი, არის მათში რაღაც ისეთი, რაც ყველა ასაკის, გემოვნების და კულტურის ადამიანს იზიდავს. სცადეთ, იქნებ ამ "გაცვეთილმა" მიმართულებმა თქვენც შემოგთავაზოთ ის უნიკალური თავგადასავალი, რისთვისაც სამოგზაუროდ მივდივართ ხოლმე.

21. ეიფელის კოშკი, პარიზი

eiffel-towerUSE-AP_3412867k პარიზის სავიზიტო ბარათი და ნაგებობა, რომელზეც ბავშვობიდან გვესმის.  კოშკი ლამაზია, მაგრამ საუკეთესო ხედები ქალაქზე სწორედ აქედან იშლება. იმ შემთხვევაში, თუ ლიფტით ასვლაზე უარს იტყვით და კიბეებს გამოიყენებთ, ეს დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა იქნება.

22. ალჰამბრა, ესპანეთი

alhambraUSE_3412868k ალჰამბრა, რომლის სახელიც არაბულად "წითელს" ნიშნავს, მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლია სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ გრანადის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკიან ტერასაზე. ანსამბლი შედგება მეჩეთის, სასახლისა და ციხესიმაგრისაგან. აშენდა XIV საუკუნეში, როგორც მავრი მმართველების რეზიდენცია და წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის მუზეუმს. შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

23. ვენეცია, იტალია

venice_3414501k ვენეცია, ადრიატიკის ზღვის დედოფალი- არხების, არხებზე მოსეირნე გონდოლიერების, შეყვარებულების და რომანტიული წყვილების ქალაქი. უამრავი სუვენირის მაღაზიით, სადაც სახელგანთქმული ვენეციური მინის სამკაულები იყიდება.  წმინდა მარკოზის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა. აქ 24 საათის განმავლობაში მუშაობს კაფე-ბარები და რესტორნები. ქალქს და ტურისტებს არასოდეს სძინავთ.

24. ისლანდიის შავი ქვიშის სანაპიროები

iceland_3414679k ისლანდიაში უამრავი ხელუხლებელი სანაპიროა, რომლებიც შავი ქვიშითაა ცნობილი. ყველაზე პოპულაურლი კი Reynisfjara-ს პლაჟია. შავი ვულკანური წარმოშობის ქვიშით დაფარული სანაპირო ვიკის დასავლეთით მდებარეობს.

25. პანთეონი, რომი, იტალია

pantheon_3414678k ანტიკური რომის არქიტექტურული შედევრი, რომელიც 2000-ზე მეტი წლისაა, 12 გრანიტის სვეტზე დგას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი გუმბათი. ფოტოზე ის იშვიათი წამია დაჭერილი, როცა პანთეონის გარშემო თითქმის არ არიან ტურისტები, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

26. Mezquita de Cordoba, ესპანეთი

mezquitacrdobaUSE_3412866k ჩვენს წელთაღრიცხვამდე 784 წლამდე აქ ტაძარი იყო, რომელიც ემირალდ-ალ-რაჰმა პირველის ბრძანებით დაინგრა და მის ადგილას უზარმაზარი მეჩეთი აშენდა. სამლოცველო დარბაზი 400 თაღისგან შედგება. დარბაზში 856 სვეტია, რომლებიც ონიქსის, მარმარილოს და გრანიტისგანაა ნაკეთები. დღეს აქ მხოლოდ ქრისტიანები ლოცულობენ, ხოლო ვიზიტორების შესვლა თავისუფლადაა ნებადართჲლი

27. ვერსალის სასახლე, საფრანგეთი

versailles_3414471k სასახლის აგების პერიოდში ვერსალი პატარა სოფელი იყო. 1624 წელს ლუდოვიკო XIII-მ ბრძანა, რომ იქ პატარა სამონადირეო სასახლე აეშენებინათ რომელიც შემდგომ ლუდოვიკო XIV-მ გააფართოვა. საფრანგეთის მონარქების ყოფილი სასახლეახლა თეთრ და ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტილი უზარმაზარი სამუზეუმო კომპლექსია.  ვერსალის ლანდშაფტური პარკი, რომელიც 101 ჰექტარზეა გაშენებული ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია.

28. პომპეი და ჰერკულანუმი, იტალია

pompeii_3414579k ეს ორი უძველესი იტალიური ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა  და საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული.  ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროს წარმოადგენს. გათხრების შედეგად მზის სინათლეზე გამოჩნდა კარგად შემონახული ქუჩები, სახლები, ძველი წყაროები და ა.შ.  ჰერკულანუმი პომპეიზე მცირე ზომის იყო და შედარებით უკეთაა შემორჩენილი.

29. პრეიკესტოლენი, ნორვეგია

norway-photography-12__880 604 მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდული უზარმაზარი, ოთხკუთხედი ფორმის კლდის ნატეხი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.  ყოველწლიურად მას დაახლოებით 250 000 ტურისტი სტუმრობს. აქ მოსახვედრად 4 კილომეტრი უნდა გაიარო ბილიკ-ბილიკ. მის გავლას წინა და უკან დაახლოებით 4 საათი ჭირდება. კლდის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 25X25 მეტრია.

30. პონტე-ვეკიო, ფლორენცია, იტალია

ponte-vecchio-006 ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება, რითიც პონტე-ვეკიო სხვა ხიდებისგან განსხვავდება ისაა, რომ მასზე შენობებია აგებული. ხიდის შუაგულში შენობები აღებულია, პატარა მოედანია მოწყობილი და მდინარის ხედი ჩანს. ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭარების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა.1345 წელს ხიდი არქიტექტორ ნერი დი ფიურავანტიმ ააგო. მიუხედავად იმისა, რომ ქვის კონსტრუქცია ძალიან მყარია,  1966 წელს მდინარე არნოს ადიდებამ საკმაოდ დააზიანა. ნაწილი Iნაწილი II
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
33 %