13 უჩვეულო პეიზაჟი, რომელიც ბუნებამ შექმნა

ეს ფოტოები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება ყველაზე დიდი შემოქმედია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ჩემოდნები ჩავალაგოთ და სამოგზაუროდ წავიდეთ, რათა საკუთარი თვალით ვნახოთ ეს მშვენიერება.

1. მკვდარი ველი, ნამიბის უდაბნო4342605-R3L8T8D-1000-deadvlei-1050x700

ნამიბის უდაბნო (ადგილი, სადაც არაფერი არაა), მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ ითვლება.  ნამიბის უდაბნო აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს. სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია.

2. გაყინული ხეები, ლაპლანდია4342805-R3L8T8D-1000-frozen-forest-finland-woe1-1050x700

-40 გრადუსი და თოვლი ასეთ საოცარ სანახაობას ქმნის ლაპლანდიის ველურ ტერიტორიებზე. ერთი შეხედვით, თითქოს ზღაპრული ჯუჯები და ელფები გაყინულან ერთ ადგილას...

3. ლენსოის-მარანენსისი, ბრაზილია4342905-R3L8T8D-1000-flooded-desert-5-1050x700

ნაციონალური პარკი ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან არც ისე მაღლაა განლაგებული და 40 მეტრი სიმაღლის დიუნებითაა ცნობილი. წვიმების სეზონზე დიუნებს შორის არსებულ ღრმულებში წყალი გროვდება და ასეთ საოცარ სანახაობას ქმნის. პარკი 1981 წლის 2 ივნისს დაარსდა და 1000 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს. ნალექების მიუხედავად, მცენარეულობა აქ პრაქტიკულად არაა.

4. ტალღა - კლდეების ფორმაცია, არიზონა4343105-R3L8T8D-1000-the-wave-arizona-woe1-1050x700

არიზონას და იუტას შტატების საზღვარზე მდებარე კლდოვანი ფორმაცია ფოტოგრაფების საყვარელი გადასაღებ მოედანია. 200 მილიონი წლის წინ აქ ქვიშის დიუნები იყო, რომლებმაც ბუნების ზეგავლენით სახე იცვალეს და ასეთ ულამაზეს ფორმაციად ჩამოყალიბდნენ.

5. ციცინათელების მღვიმე, ახალი ზელანდია4343205-R3L8T8D-1000-waitomo-glowworm-caves-11-1050x700

გამოქვაბული ახალი ზელანდიის ხელუხლებელი ბუნების კიდევ ერთი საოცრებაა. აქ მცხოვრები ათასობით ლუმინესცენტური მწერი განუმეორებელ სანახაობას უქმნის გამოქვაბულში მოხვედრილ ტურისტებს.

6. წყალქვეშა ჩანჩქერი, მავრიკი4343305-R3L8T8D-1000-unusual-underwater-waterfall-1

მავრიკის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ზემოდან გადაფრენისას ულამაზესი სანახაობა იშლება - ერთი შეხედვით, სანაპიროსთან წყალქვეშა ჩანჩქერია. ასეთ ილუზიას წყლის დინება და ფსკერზე მდებარე ქვიშა ქმნის.

7. მთა რორაიმა4343505-R3L8T8D-1000-mount-roraima-venezuela-woe1-1024x700

მთა ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე მდებარეობს. მთის სიმაღლე 2 774 მეტრია და აქ ეროვნული პარკი მდებარეობს.  რორაიმას ეროვნული პარკი გეოლოგიური თვალსაზრისით დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ადგილია: მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენს.

8. უაითჰევენი, ავსტრალია4349105-R3L8T8D-1000-enhanced-buzz-wide-15255-1383931649-20

უაითჰევენი, ანუ “თეთრი სამოთხე” 7 კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლია კუნძულ ვიტსანდეიზე. ეს სანაპირო მთელ მსოფლიოში ცნობილი თვალისმომჭრელად თეთრი ქვიშის წყალობით გახდა. 2008 წელს ის ქუინსლენდის ყველაზე სუფთა პლაჟად დასახელდა.

9. ვარდისფერი ტბა, სენეგალი4360505-R3L8T8D-1000-0_875c9_

სამი კვადრატული კილომეტრი ფართის მქონე ტბა ღია ვარდისფერი შეფერილობისაა. ტბის წყალი მასში მცხოვრები წყალმცენარეების ზეგავლენით მუდმივად იცვლის შეფერილობას. განსაკუთრებით მკვეთრი და ხასხასა შეფერილობის ტბა მშრალ სეზონზეა, როცა წყლის რაოდენობა კლებულობს და მასში ფერადი მცენარეების კონცენტრაცია იზრდება.

10. მრუდე ხეები, Slope Point, ახალი ზელანდია

4368755-R3L8T8D-1000-Naklonnyiy-myis-v-Novoy-Zelandii ხეების ასეთი ფორმა აქ მუდმივად მქროლავი ძლიერი ქარებით და შტორმებითაა განპირობებული.

11. დენქსიას ფერადი გორები, ჩინეთი4371655-R3L8T8D-1000-0_912ea_c69e43a7_orig

ეს პეიზაჟი ჩინეთში, განსუს პროვინციაში მდებარეობს. მინერალების განსხვავებული შემცველობის და შემდგომი ეროზიების წყალობით პეიზაჟის სანახავად მსოფლიოს უამრავი კუთვხიდან ყოველწლიურად ათასობით ტურიტი ჩამოდის.

12. სალარ დე უიუნი, ბოლივია4371755-R3L8T8D-1000-a0079658_4c541a5ce6d73

სალარ დე უიუნი (Salar de Uyuni) მსოფლიოს ყველაზე დიდი მარილის საბადოა. საბადო განლაგებულია დანიელ კემპოსის პროცვინციაში,  სამხრეთ-დასავლეთ ბოლივიაში, ზღვის დონიდან 3656 მეტრზე. საბადო დაახლოებით 10 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ცენტრში მარილის ფენის სისქე 10 მეტრზე მეტის აღწევს. მშრალ სეზონში, როცა წყლის უმეტესი ნაწილი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე მარილის ფენა ამოდის. მარილი თეთრია- შესაბამისად – ტბის ფსკერიც თეთრი და წვიმების სეზონზე, როცა წყლის თხელი ფენით იფარება, ზეცას და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს. ერთი შეხედვით – ცაზე მიაბიჯებ.

13. ტბა ნატრონი4360705-R3L8T8D-1000-17

ნატრონის ფერადი ტბა ტანზანიაში მდებარეობს და მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის სიაშია შესული. ტბის ზოგიერთ მონაკვეთში მისი წყლის ტემპერატურა 50 გრადუსზე მეტია. ნატრონის ტბა უხვმარილიანია, წყალში მცხოვრები მიკროორგანიზმები კი წყალს საოცარ სანახაობად გარდაქმნიან – მარილი პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %