თორის ჭა - კარიბჭე მიწისქვეშა სამყაროში

თორის ჭა ბუნების მიერ შექმნილი ძეგლია, რომელიც აშშ-ში, ორეგონის შტატში, პერპეტუას კონცხზე მდებარეობს. კონცხი ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით და ულამაზესი დაისებით, თუმცა ყველაზე ცნობილ სანახაობად მაინც თორის ჭა რჩება. ჭა კლდეში არსებულ უცნობი სიღრმის ორმოს წარმოადგენს, რომელშიც მოქცევის ან ძლიერი შტორმის დროს წყალი ჩაედინება და განუმეორებელ სანახაობას ქმნის.   torah-013torah-009 სახელწოდება ამ ადგილმა ძველი ლეგენდის დამსახურებით მიიღო. გადმოცემის მიხედვით, უძველეს დროში ამ ადგილას შეყვარებული წყვილი ხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს. მაგრამ ერთხელ შეყვარებულების სიმშვიდეს წერტილი დაესვა. გოგონამ იეჭვიანა და ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ბიჭი. ღმერთი თორი, რომელიც ამ ყველაფერს ზეციდან აკვირდებოდა, განრისხდა და ახალგაზრდა ბიჭის სისხლი გავარვარებულ ლავად აქცია. ლავამ კლდეში ღრმული ამოწვა, რომლის საშუალებითაც ბიჭი მიწისქვეშეთში გადავიდა.   torah-007 თორის ჭა ასე შთამბეჭდავად მხოლოდ მოქცევის ან ძლიერი შტორმის დრო გამოიყურება. მიქცევის დროს ჭამდე ფეხით  მისვლა შესაძლებელია. ჭა ამ დროს როგორც წესი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღრმული გამჭოლი უნდა იყოს.   torah-004მეცნიერების აზრით თორის ჭა შეიძლება მიწისქვეშა გამოქვაბულების ქსელთან იყოს დაკავშირებული. ვინაიდან აქ ძალიან ძლიერი დინებაა, აკვალანგისტები მასში ჩასვლას და საფუძვლიანად გამოკვლევას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ. torah-003torah-002 ფოტოგრაფებს შორის ეს ადგილი ძალიან პოპულარულია და მათ ისიც კი არ აშინებთ, რომ აქამდე მისვლა საკმაოდ საშიშია: დიდი ტალღების შემთხვევაში ერთი ფეხის დაცდენაც საკმარისია ჭაში ჩასავარდნად. ამოსვლა კი საკმაოდ პრობლემატური იქნება.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %