დარ ალ ჰაჯარი - კლდის წვერზე აშენებული სასახლე

იემენში, დედაქალაქიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით, ვადი დაჰრის ველზე, სოფელ სულ ალ ვადის ტერიტორიაზე იმამის სასახლე მდებარეობს. იმამის სასახლეს დარ ალ ჰაჯარი ქვია და კლდის წვერზეა აშენებული. ეს სასახლე იემენის ისტორიული ძეგლი და ქვეყნის სიმბოლოა.   dar-al-hajar-001dar-al-hajar-002სასახლე დარ ალ ჰაჯარი ქვეყნის მშვიდ, მწვანე ოაზისში დგას. ერთი შეხედვით სასახლე კლდიდანაა ამოზრდილი, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანის ხელითაა შექმნილი. აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ სასახლე ისლამის შემოსვლამდე აშენდა. სასახლე იემენური არქიტექტურის ულამაზესი ნიმუშია.    dar-al-hajar-003ადრე იემენში არც მეფე არსებობდა, არც პრეზიდენტი და მმართველობა მთლიანად იმამზე იყო მინდობილი. ( სულიერი წინამძღვარი ისლამში). იაჰია მუჰამედ ჰამიდინი შიიტური სექტის იმამი 1904 წელს გახდა, 1918 წელს იემენის იმამის პოსტი დაიკავა და 1948 წლამდე მართავდა ქვეყანას, სანამ მოკლავდნენ.   დღეს სასახლეში მუზეუმია გახსნილი.    dar-al-hajar-005სასახლეში ოცდათხუთმეტი ოთახია, რომლებიც 5 სართულზეა განაწილებული. აქ არის სამზარეულო, საწყობი, ქალებისთვის განკუთვნილი ოთახები, მაღალი თანამდებობის პირთა მისაღები დარბაზი და ოთახები მუჰამედ ჰამიდინის მეგობრებისთვის.  სასახლის შიდა ტერიტორიაზე არის ძალიან ღრმა ჭა და წყლის გაგრილების სისტემა. სასახლეს უამრავი აივანი აქვს. გარდა ამისა, სართულებს შორის უამრავი დიდი და მცირე ზომის კიბეებია.dar-al-hajar-007   Dar al-Hajar, a mansion built in the 1930's as a summer retreat to Imam Yahya, at the place of an ancient settlement სასახლის მონახულება დასვენების დღეებში ჯობია, ეს დღეები კი იემენში ხუთშაბათი და პარსკევია. ამ დღეებში შეგიძიათ ნახოთ ტრადიციული იემენური საქორწინო ცერემონიები, რომლებიც შენობის წინა ნაწილში იმართება. აქვეა სუვენირების ჯიხურიც, სადაც შეგიძლიათ უამრავი სუვენირი იყიდოთ. dar-al-hajar-011
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %