თელავში აეროპორტი "მიმინო" გაიხსნა

25 აპრილს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და მიენიჭება ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი. ცერემონია გახსნეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა,გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ არსენიშვილმა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით. თელავის აეროპორტი მიმინო Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთაც. თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე. აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის. დღეისათვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება. თელავის აეროპორტი
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %