თუშეთის გზა ნაწილობრივ გახსნილია

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა უღელტეხილის ჩათვლით უკვე გაწმენდილია. მძიმე მდგომარეობაა უღელტეხილს იქით, ე.წ. ხოდარკოსთან, სადაც რამდენიმე ადგილზე მეწყერია ჩამოსული და გზა დაზიანებულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ამინდი თუ არ გაუარესდა, ვარაუდობენ, რომ გზა 15 მაისისთვის გაიხსნება. მისივე თქმით, ცენტრალური გზის გახსნის შემდეგ, თუშეთის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყება. 01 თუშეთის გზა უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში იკეტება ხოლმე და მაისის შუა რიცხვებამდე თუშეთში წასვლა ან წამოსვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ფრენები პერიოდულად რომ შესრულდეს, ამ მომსახურებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 70 ათას ლარამდეა გამოყოფილი. წყარო04
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %