მთიან აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა, მარშრუტი სოფელ ღორჯომიდან, მთა ლენკარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება.
ტურისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთიანი აჭარის მონახულებით, ახალი ბილიკის საშუალებით შეძლებენ სოფელ ღორჯომში კასკადოვანი ჩანჩქერების, ოდებისა და მეჩეთების მონახულებას, ასევე ახალი ბილიკით შესაძლებელია მთა ლეკნარისა და ბახმაროს მონახულებას.
ტურისტული მარშუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ფრენები საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში შესრულდება.
ათენისკენ ავიამიმოსვლა 2018 წლის 26 მარტიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 186 ევროდან იწყება. რაც შეეხება სალონიკს, აქ ფერენების შესრულებას Georgian Airways-ი 28 მარტიდან დაიწყებს, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 167 ევროა. ფრენები აქაც კვირაში ორჯერ შესრულდება.
გარდა ამისა, მარტის თვეშივე, კერძოდ 25 მარტიდან Georgian Airways ბარსელონას და ბოლონიის მიმართულებითაც იფრენს. თბილისი-ბარსელონა-თბილისი – პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება; თბილისი-ბოლონია-თბილისი კი – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.