ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გურიაში გაიმართება

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ოზურგეთსა და შეკვეთილში 1-2-3 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და თურქეთის ანსამბლები. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ - 1 და 2 სექტემბერს,  ქართველი და უცხოელ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს, 3 სექტემბერს  გალა კონცერტი გაიმართება შეკვეთილში, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena”, რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია. საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს გააცნობენ საკუთრი ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %