turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
მსოფლიო date 09 ნოემბერი 2016 count 16467

10 საინტერესო ფაქტი აზერბაიჯანის შესახებ

აზერბაიჯანი და მისი დედაქალაქი ქართველი ტურისტებისთვის ბოლო დროს საკმაოდ მიმზიდველი გახდა. ბაქოსადმი ინტერესის ზრდას ამ მიმართულებით ტურის ხელმისაწვდომობა განაპირობებს. აზებაიჯანის დედაქალაქში საკმაოდ იაფად შეგიძლიათ ჩახვიდეთ და სატუმროებიც დაბალი ფასით გამოირჩევა.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანი უცხოელებისთვისაც საკმაოდ საინტერესო მიმართულება გახდა. ბრიტანულმა The Telegraph-მა ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი შეკრიბა.

1. აზერბაიჯენელებს უყვართ ბლინები

კუტაბი - ასე უწოდებენ აზერბაიჯანელები ეროვნულ კერძს. ესაა გოგრით, ბოსტნეულით, ხორცით ან მწვანილებით დატენილი ბლინები, რომელიც ტაფაზე იწვება. კუტაბი, როგორც წესი, საკმაოდ ცხარეა.

კუტაბი

2. არ არის შაქარი, არ არის ქორწილი!

აზერბაიჯანული ტრადიციის მიხედვით, საქორწინო გარიგების დროს ჩაის ლანგარზე განთავსებული შაქრის რაოდენობა მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს. თუ ოჯახის წევრი ჩაის შაქრის გარეშე მიირთმევს, ეს ნიშანია, რომ მოლაპარაკება არცთუ წარმატებულია. თუ გადაწყვეტილების მიმღები პირი ტკბილ ჩაის მიირთმევს, ეს ნიშნავს, რომ სულ მალე ქორწილი დაინიშნება!

აზერბაიჯანული ჩაი

3. ჩაი უპირველეს ყოვლისა

ზოგადად ჩაი აზერბაიჯანული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. აქ მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემოგთავაზებენ. არ გაგიკვირდეთ, თუ ჩაის ჯემთან ერთად შემოგთავაზებენ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ადგილობრივები ხშირად აზავებენ ჩაის ლიმონით, პიტნით ან ვარდის წყლით.

4. საუკეთესო ცხენები

მთიანი ყარაბაღის ცხენები ცნობილია თავისი სიჩქარით, გონიერებით და გამძლეობით. აზერბაიჯანის ენდემური ჯიშის ცხენები ერთ-ერთი უძველესი ჯიშია მსოფლიოში. ცხენის ხორცი საკვებ მენიუშ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული აზერბაიჯანში, თუმცა ბოლო პერიოდში ის ნაწილობრივ ჩაანაცვლა ცხვრის და ძროხის ხორცმა.

აზერბაიჯანული ცხენი

5. ხელოვნურ პლატფორმებზე აგებული ქალაქი

დასახლება Neft Daşları-ის ისტორია კასპიის ზღვის პირას ნავთობის ჭაბურღილის გაკეთებით დაიწყო. დღეს კი ის მთლიანად ხელოვნურ საყრდენებზეა გაშენებული. ქალაქის მშენებლობა 1949 წელს დაიწყო. აქ ფუნქციონირებს საცხობები, მაღაზიები, კულტურული ცენტრები, სასტუმროები.

6. აზერბაიჯანული ფული ჰგავს ევროს

აზერბაიჯანული მანათის კუპიურები ძალიან ჰგავს ევროს: ანალოგიური ზომები, ფერები და ფონტები. თუმცა თითოეულ კუპიურაზე დატანილია ეროვნული სიმბოლიკის სხვადასხვა ნიშანი.

7. კვერცხის სუნი? ვულკანების დამსახურებაა!

აზერბაიჯანს აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი ტალახის ვულკანები, საერთო ჯამში 400-ზე მეტი! ვულკანების გააქტიურებისას მათი ალი ჰაერში კილომეტრამდე ადის. "მთვლემარე" მდგომარეობაში კი ვულკანები ბუშტებს და მავნე აირებს გამოყოფენ.

ტალახის ვულკანი

8. აზერბაიჯანელებს უყვართ კარგი ხალიჩები

ბაქოს სანაპიროზე ხალიჩების მუზეუმი 2014 წელს გაიხსნა. მუზეუმის შენობას ხალიჩის გრაგნილის ფორმა აქვს. შიგნით შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა პერიოდის ხალიჩები და მისი დამზადების ტექნიკასაც გაეცნოთ.

ხალიჩების მუზეუმი

9. ბაქოს ქუჩებში ნავით სეირნობა შეგიძლიათ

აზერბაიჯანის დედაქალაქს საკუთარი "პატარა ვენეცია" აქვს. ხიდებითა და საფეხმავლო ბილიკებით დაკავშირებულ კუნძულებს შორის შეგიძლიათ გონდოლით გაისეირნოთ და მაღაზიებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს ესტუმროთ.

10. უჩვეულო არქიტექტურა

უჩვეულო და შთამბეჭდავი არქიტექტურის გამო ბაქოს ხშირად ადარებენ დუბაის. აქაც უყვართ ცათამბჯენები და ბოლო წლებში არაერთი მსგავსი შენობაც აიგო.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები