საახალწლო ღონისძიებების განრიგი თბილისში

თბილისში საახალწლო ღონისძიებების განრიგი ცნობილია. წელს აქტივობები თბილისის ცენტრის გარდა, გარეუბნებშიც დაიგეგმა. 

24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო ქალაქი დედაენის ბაღში უმასპინძლებთ. 

ყოველდღე დილის 10-დან ღამის 12 საათამდე, სტუმრებს ელოდებათ:

  • საახალწლო ბაზრობა
  • ყინულის მოედანი
  • ღია კინოთეატრი
  • ხის ნაკეთობათა სახელოსნო
  • თოვლის ბაბუა და რაც მთავარია საყვარელი შემსრულებლების საახალწლო კონცერტები. 

საახალწლო ქალაქში კონცერტებს ქართველი შემსრულებლები გამართავენ:
☑ ნიაზ დიასამიძე და 33ა 
☑ რობი კუხიანიძე და ჯგუფი „Outsider"
☑ ბასტი ბუბუ
☑ პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი
☑ „ბლექ მაროუზი"
☑ „რეზო და ბავშვები"


რაც შეეხება გალა კონცერტს, ის 31 დეკემბერს 23:00 საათზე სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება და დილის 4 საათამდე გაგრძელდება. 

  • ვარკეთილი - მედიათეკის მიმდებარე სკვერი
  • გლდანი - "სითი მოლი გლდანის" ავტოსადგომი
  • ძველი თბილისი - ევროპის მოედანი

გალა კონცერტებში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება.

საახალწლო დღეებში იცვლება თბილისის მეტროს განრიგიც.  21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს I ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები იმოძრავებენ 3 წუთიანი შუალედით. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის მეტრო შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგით და ინტერვალით იმუშავებს.

საახალწლო ღონისძიებები გაიმართება მთაწმინდის პარკშიც. 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით 12-დან 18 საათამდე პარკის სტუმრებს სანტა კლაუსი, თოჯინების თეატრი, ანიმატორები, ჯამბაზები, მიმები, ილუზიონისტები, საცირკო წარმოდგენები და სხვადასხვა გათამაშებები ელით.

ბათუმის საახალწლო ღონისძიებების განრიგი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %