turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

კრეტა - შვებულება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

რის გამო უნდა ეწვიოთ კრეტას?

კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია, მას სამი ზღვა ესაზღვრება: იონის, ლიბიის და ეგეოსის. ულამაზესი ხეობები, მაღალი მთები, მდელოები, ვარდისფერი, ქვიშიანი სანაპიროები, სუფთა ჰაერი, ზეთისხილის და ციტრუსის პლანტაციები, ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც ყველა ტურისტს ხიბლავს.

კუნძულს 8000 წლიანი ისტორია აქვს. კრეტაზე განვითარდა ბერძნული მითოლოგიის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა. ლეგენდის თანახმად ამ კუნძულს არაერთხელ ესტუმრა ზევსი, თეზევსი და იკაროსი, აქ მდებარეობდა ლეგენდარული მინოსის ლაბირინთიც.

კრეტა ძვ.წ.აღ III-II ათასწლეულში ეგეოსის კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ის შუამავლის როლს ასრულებდა დასავლეთის (ბალკანეთის ნახევარკუნძულის) და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობაში.

ტურები კრეტას მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ Turebi.Ge-ზე.

რა ჯდება მოგზაურობა კრეტაზე ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც კრეტაზე შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 900 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივი ავიაბილეთი; 
  • ტრანსფერი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სასტუმროში განთავსება;
  • კვება (სასტუმროს მიხედვით);

რით დაკავდეთ კრეტაზე ?

დააგემოვნეთ კრეტის სამზარეულო

კრეტის სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელია, ის ერთნირად მიმზიდველია გურმანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ის, რაც კრეტაზე აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ არის კრეტის ყველი, Kalitsounia და Dakos. Dakos-ი გახუხული პურის, მწიფე პომიდვრის, ცხვრის ყველისა და ბერძნული ზეითუნის ზეთისგან მზადდება, რაც მსუბუქ და გემრიელ მიქსს ქმნის.

Kalitsounia ერთი შეხედვით პატარა ყველის ღვეზელს მოგაგონებთ, მაგრამ მერწმუნეთ ის ნამდვილად უნიკალურია. უპირველეს ყოვლისა ცომი, რომლისგანაც მას ამზადებენ ხელით კეთდება და არ გამოიყენება მაღაზიაში ნაყიდი, გაყინული ცომი. ღვეზელის შიგთავსი განსხვავდება, მაგრამ ძირითადად კრეტის სხვადასხვა სახეობის ყველით მზადდება, მის ბოლო შტრიხი, ღვეზელის ზედაპირზე წასმული თაფლია. 

ბერძნული კერძები, ბერძნული სამზარეულო, დაკოსი, greek food, dakos

სპინაგოლას კუნძული

ეწვიეთ სპინაგოლას კუნძულს, ის კრეტასთან ახლოს მდებარეობს. ამ პატარა კუნძულს დიდი ისტორიული წარსული აქვს,  აქ იბრძოდნენ არაბი ჯარები, ვენეციელი დამპყრობლები, ოტომანთა იმპერიის ჯარები და სხვა. დღეს სპინაგოლა მშვიდობიანი კუნძულია, რომელსაც ათასობით ტურისტი სტუმრობს. 

სპინაგოლას კუნძული, საბერძნეთი , spinagol island , greece,

სპინაგოლას კუნძული, საბერძნეთი , spinagol island , greece,

მოინახულეთ სანაპირო Seitan Limania 

Seitan Limania, ეგეოსის ზღვის პატარა, ლამაზი, ხელუხლებელი სანაპიროა. ზაფხულში ისიც გადატვირთულია, ამიტომაც თუ ხალხის თავიდან არიდება გსურთ სანაპიროს დილას უნდა ესტუმროთ. 

Loutro

Loutro პატარა მეთევზეების სოფელია, კრეტის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. იქ მისვლა მხოლოდ ზღვითაა შესაძლებელი. Loutro პატარა დამალულ ბრილიანტს მოგაგონებთ, ლამაზი სანაპიროებით, კლდეებით, სუფთა წყლით, ულამაზესი მზის ჩასვლის პეიზაჟით და ძველი ეკლესიით. სოფელში არ არის არც კლუბი და არც მსგავსი გასართობი დაწესებულებები. აუცილებლად დააგემოვნეთ Loutro-ს პროდუქტები და ისიამოვნეთ პანორამული ხედით. 

BalosLagoon (ბალოს ლაგუნა)

Balos Lagoon მისი განუმეორებელი ხედის და სანაპიროს გამო, ერთ-ერთი ყველაზე კარგი სალაშქრო მიმართულებაა.

წმ. სამების მონასტერი

მოინახულეთ მე-18 საუკუნეში აგებული წმ.სამების მონასტერი, დაათვალიერეთ მისი შენობა, ფრესკები და არქიტექტურა. მონასტერი ასევე მოიცავს მუზეუმს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ბერების მიერ წარმოებული ღვინო და ზეითუნის ზეთი.

 

Mirambello Bay

Mirambello Bay ხმელთაშუა ზღვის რიგით მე-5 და საბერძნეთის ყველაზე დიდი ყურეა, მოინახულეთ მისი სანაპირო, კლდეები და ბუნება.

ეწვიეთ ევროპის უძველეს ქალაქს

კნოსს ხშირად ევროპის ყველაზე ძველ ქალაქსაც უწოდებენ, ის ბრინჯაოს ხანის ყველაზე დიდი დასახლებაა. ძველი ქალაქის დასათვალიერებლად 15 ევროს გადახდა დაგჭირდებათ, თუმცა ის შენობები, ფრესკები და კულტურული ღირსშესანიშნაობები, რასაც იქ იხილავთ, ბევრად მეტი ღირს ვიდრე 15 ევრო. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
28 %
გააჩნია მიმართულებას
32 %