Happy Hour და ცხოველთა და ადამიანთა ურთიერთობა - 12 ნოემბერი

#365days #12ნოემბერი
გაიგე რას აღნიშნავენ 12 ნოემბერს მსოფლიოში


ბედნიერი საათის დღე 

 


“Happy Hour day” - წარწერას ხშირად შევხდებით უცხოეთში,  სხვადასხვა ბარ-რესტორანის ან კაფის აბრაზე, თუმცა ბოლო დროს საქართველოშიც გახშირდა მსგავსი „საათი“. თუ გავუყვებით ისტორიას, აღმოჩნდება რომ ეს დღე და საათი დაწესდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ 1913 წელს. მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ამით აღნიშნავდნენ ყველა მომენტს, როდესაც ჯარისკაცებს შეეძლოთ დასვენება, მუსიკის მოსმენა, ცეკვა, მოწევა.  შემდგომში ეს იყო პერიოდი სამუშაო დღის დამთავრებასა და ვახშამს შორის, როდესაც მეგობრები წასახემსებლად სხავდასასხვა ბარ-რესტორანში მიდიოდნენ.

 

ცხოველთა და ადამიანთა ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კვირეული (11-17 ნოემბერი)

 


ცხოველელთა და საზოგადოების ინსტიტუტი (The Animals & Society Institute, ASI) ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის და პროპაგანდას უწევს ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობას, ამ კვირას აღნიშნავენ ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობაზე ინფორმაციის გავრცელებას.


კვირეულის მიზანია  მაქსიმალურად გავრცელდეს ინფორმაცია ამ ურთიერთობაზე, და ასევე გაირკვეს ამ ურთიერთობის პოტენციური პრობლემები. ASI-ის ცდილობს შექმნას უფრო უსაფრთხო და კეთილგანწყობილი საზოგადოება, როგორც ადამიანებისთვის ასევე ცხოველებისთვის. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %