World Travel Awards 2020 წლის გამარჯვებული მტირალას ეროვნული პარკი გახდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ავტორიტეტულ World Travel Awards - ის 27-ე დაჯილდოებაში 2020 წლის გამარჯვებული მტირალას ეროვნული პარკი გახდა.

ხმის მიცემა, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ნებისმიე მსურველს 24 სექტემბრამდე შეეძლო, ღონისძიების ოფიციალურ საიტზე.

მას კონკურენციას უწევდა : ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი.

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, იგი ყველაზე ნალექიანი ადგილია და სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს „მტირალა“.

ეროვნული პარკი ტურისტებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %