სვანეთის რეგიონი National Geographic 2021 წლის 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დასახელდა !

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის რეგიონიც 2021 წლის National Geographic - ის გამარჯვებული გახდა, სვანეთის რეგიონი 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დასახელდა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.

კონკურსანტების შერჩევაში თავად National Geographic -ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას, კონკურსის მიმართულებები ხუთ კატეგორიად იყო დაყოფილი: ბუნება, სათავგადასავლო, მდგრადობა, ოჯახი და კულტურა.

გამარჯვებულის სტატსიაში, სვანეთის რეგიონის შესახებ დეტალურად არის აღწერილი, ასევე წარმოდგენილია რეგიონის ფოტო-მასალა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა National Geographic - ტრადიციისამებრ ყოველ წლიურად ნოემბრის თვეში ასახელებს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას.

გამოცემა ყოველ წელს სხვადასხვა თემატური სლოგანითაა წარმოდგენილი, წელს კონკურსის სლოგანი მსოფლიოში არსებული პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე - “Dream Now, Go Later “ - იყო.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %