რა მჭირდება სალაშქროდ?

ლაშქრობა საუკეთესო გზაა ბუნებაში დროის გასატარებლად მეგობრებთან, ოჯახთან, ახალ ადამიანებთან, ან თუნდაც საკუთარ თავთან დასარჩენად. თუმცა, მნიშვნელოვანია თან ვიქონიოთ აუცილებელი ნივთები, თავიდან დისკომფორტის ასაცილებლად. ჩვენ გთავაზობთ ძირითადი ნივთების ჩამონათვალს, რასაც შემდგომ ემატება სხვა აღჭურვილობა ამინდის, მიმართულების, ხანგრძლივობის და ლაშქრობის ტიპის მიხედვით.

ზურგჩანთა

ტევადი და ხარისხიანი ზურგჩანთა აუცილებელია, სადაც მოვათავსებთ ყველა საჭირო ნივთს.

სალაშქრო ფეხსაცმელი

სალაშქრო ფეხსაცმელი, როგორც წესი წყალგაუმტარია და მისი ძირი შესაბამისია დიდი მანძილის დასაფარად. მოუხერხებელ ფეხსაცმელს დიდი დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია, მით უმეტეს თუ თოვლიან ან ტალახიან ადგილას აპირებთ სიარულს.

წყლის ბოთლი

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წყალუხვ ადგილას მიემგზავრებით. მნიშვნელოვანია, თან გქონდეთ წყლით სავსე ბოთლი, რომელსაც შემდგომ შეავსებთ.

ასანთი

მართალია არსებობს კენჭების ხახუნი ცეცხლის დასანთებად, თუმცა ეჭვი მეპარება ბევრი ჩვენთაგანი ამ მხრივ გამოცდილი იყოს, ამიტომ წაიღეთ ასანთი ან სანთებელა.

პირველადი დახმარების ყუთი

ანტისეპტიკური საშუალებები, ბამბა, ბინტი, ალერგიის საწინააღმდეგო წამალი, ტკივილგამაყუჩებელი- ეს და სხვა აუცილებელი საგნები უნდა მოვათავსოთ პირველადი დახმარების ყუთში.

დანა

დანას ლაშქრობაში საკმაოფ მულტიფუნქციური დანიშნულება აქვს და არასდროს იცით რაში გამოგადგებათ.

მზისგან დამცავი საშუალება

არ აქვს მნიშვნელობა, მზე ანათებს თუ არა. როდესაც ბუნებაში მივდივართ, მზისგან დამცავი კრემი აუცილებელია, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად.

საკვები

წაიღეთ მინიმალურზე მეტი საკვები, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ლაშქრობა იმაზე გრძელი აღმოჩნდება ვიდრე ელოდით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %