ოცი ქალაქი რომელიც ზამთარში უნდა მოინახულო - ნაწილი I

ზამთარში ადამიანების უმეტესობას მოგზაურობა არ ეხალისება. რა ჯობია სახლში თბილად ჯდომას, პლედში გახვევას და კაკაოს წრუპვას... და მაინც, არის ქალაქები, რომელიც სწორედ ზამთარშია ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და დაუვიწყარი. ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ისინი ამართლებენ დახარჯულ დროს, გათოშილ ხელ-ფეხს და გაყინულ ცხვირს. მათგან ყველაზე ლამაზი ზამთრის მოგონებებით დაბრუნდებით.

1. ჰალშტატი, ავსტრია10393260-R3L8T8D-1000-e772bc45eb0273ebf4f9d5e8d7ceabb1_970x

ეს პაწაწინა სოფელი ზემო ავსტრიაში, ზალცკამერგუტის რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს, ჰალშტატის ტბის ახლოს. მოსახლეობა სულ 1000 კაცია. სოფელი შორსაა თანამედროვე მაგისტრალებისგან, თუმცა ეს ხელს არ უშლის წელიწადში ათასობით ტურისტი მიიღოს. ჰალშტატი ეროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. აქ მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი მარილის საბადოც, სადაც მარილს უკვე 3000 წელია, რაც მოიპოვებენ.

2. ქვინსტაუნი, ახალი ზელანდია.

10393310-R3L8T8D-1000-311530bb23e7af77d694b9328d380ff1_970x ახალი ზელანდიის მთავარი ტურისტული ქალაქი ყველა სეზონზე ლამაზია. აქ შეხვდებით უამრავ სასტუმროს, კომფორტულ და გემრიელსაკვებიან კაფე-ბარებს და რესტორნებს, გესთჰაუზებს და ა.შ. ექსტრემალური ტურიზმი, ეკოტურიზმი, ექსკურსიები - აქ ყველა იპოვის გასართობს. თუმცა განსაკუთრებულ სილამაზეს აქაურობას ზამთარი და თოვლი სძენს. მიმდებარე გორებიდან განსაკუთრებით ლამაზი გადასაღებია ზამთრის ქვინსთაუნი.

3. სერფაუსი, ავსტრია

10393360-R3L8T8D-1000-3b41b6369bd8bae65de4548e4d2d0232_970xსათხილამურო კურორტი ავსტრიაში, რომელიც ცნობილია მიწისქვეშა მეტროთი. მეტროს ერთი ხაზი აქვს, სულ ოთხი სადგურით და საშუალებას იძლევა ქალაქი მაქსიმალურად გაიწმინდოს ავტომობილებისგან.  ამის გამო კურორტზე ძველებური, მყუდრო ატმოსფეროა შენარჩუნებული. სერფაუსი დღეს ტიროლის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია. მის განვითარებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 1912 წელს დაიწყეს.

4. კაკორტოკი, გრელანდია

10393860-R3L8T8D-1000-57ffb9e7ef16a8d27a61a9a3ea2f4468_970xკაკორტოკი 1775 წელს ნორვეგიელმა ვაჭარმა, ანდერს ოლსენმა დააარსა. ქალაქი იმავე დასახელების ნახევარკუნძულზეა განლაგებული. მრავალრიცხოვან ტურისტებს სთავაზობენ სათევზაო თავდასავლებს და შეჯიბრებს, იალქნიანი სპორტს და ეკოტურიზმს - მთებში ჩამალულ მეცხვარის ქოხში ღამისთევით, ადგილობრივ ტბებში დაივინგს (ტბები ყინულოვანია, მაგრამ სავსეა ფლორით და ფაუნით) და სხვა უჩვეულო სანახაობებს და ექსკურსიებს.

5. შირაკავა-გო, იაპონია

10393960-R3L8T8D-1000-b55086d4950720b2e8eb11a8cd1c1d30_970xტოკიოდან 500 კილომეტრში, მიყრუებულ  ხეობაში 59 სახლისგან შემდგარი სოფელია. დიდი ხნის განმავლობაში სრულ იზოლაციაში მცხოვრები ეს სოფელი ცნობილია თავის სახლებით, რომლებიც მინკას  არქიტექტურულ სტილშია ნაგები. ამ სტილისათვის დამახასიათებელია ჩალით გადახურული სახურავები, რომლებიც ისეა გადახრილი, რომ მლოცველის ხელებს მოგვაგონებს. სახლი ფართოა და შედგება სამი ან ოთხი სართულისგან. სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.

6. მაუნთ ბულერი, ავსტრალია (Mount Buller)

10394010-R3L8T8D-1000-1b583cabc4ef31ac3451798b1095cd2c_970xმელბურნიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში განლაგებული ეს პატარა ქალაქი ამავე სახელობის მთაზეა განლაგებული და პოპულარულ სათხილამურო კურორტს წარმოადგენს. თოვლით დამძიმებული ხეები, კრისტალივით სუფთა ჰაერი, ადგილობრივი სტუმართმოყვარე მოსახლეობა ზღაპრული ხედები - ეს ისაა, რაც ზამთარში ჩასულ ტურისტებს ხვდებათ.

7. მარლოუ, ინგლისი

10394060-R3L8T8D-1000-c6cc2350e437bde394ad7d073e4c1d73_970xბუკინგემშირი, ინგლისი. ლონდონიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში ეს პატარა, მყუდრო ინგლისური ქალაქი მდებარეობს.

8. ცერმატი, შევეიცარია

10394260-R3L8T8D-1000-bf1916cca45e10ae71865aaabbaa1463_970x ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კურორტი. მდებარეობს ვალეს კანტონის სამხრეთ ნაწილში, იტალიის საზღვრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1616 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია პენინის ალპების ოთხიათასიანი სიმაღლის მწვერვალებით, მათ შორის დიუფურის პიკითა (4634 მ) და მატერჰორნით (4478 მ). განთქმულია როგორც ალპინიზმისა და სამთო-სათხილამური სპორტის ცენტრი. 1495 წლამდე ცერმატი რუკებზე არ იყო გამოსახული. ამ ადგილზე ადრე არსებობდა დასახლება პრაბორნოსა თუ პრატო-ბორნოს სახელწოდებით, რომლებიც რუკებზე XIII საუკუნის დასწისში არიან გამოსახული. 9. კალიტრი, იტალია 10394210-R3L8T8D-1000-9d93ffbe2e99f1fdabc0e99e9f491d73_970xკალიტრი - ქალაქი აველინოს პროვინციაში, კამპანიას რეგიონში. აქედან სამხრეთ იტალიის ყველა წერტილში იოლად მოხვდებით. აქაურობა მდიდრული ვილებითაა ცნობილი, რომლებიც საოცარი სილამაზის პეიზაჟებს გადაყურებს.

10. როტენბურგი, გერმანია

10402210-R3L8T8D-1000-rothenburg-ob-der-tauber-ploenlein-im-winter-dc520cd9-7085-4be7-aa01-f1d1cebb4b41 გერმანიის ყველაზე ზღაპრული ქალაქი, რომელიც მდინარე ტაუბერის ნაპირზეა შეფენილი, ზამთარში უნდა მოინახულო. თოვლით დაფარული ვიწრო ქუჩები, ფუმფულა ქურქები სახურავებზე, საახალწლოდ განათებული ნაძვები და სახლები... ქალაქში შუა საუკუნეების ატმოსფერო თითქმის ხელუხლებლადაა შენახული. ნაწილი II
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %