თბილისობა 2019 (5-6 ოქტომბერი)

დაბადების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის და ქალაქი თბილისიც არ არის გამონაკლისი. დაზუსტებით არ ვიცით თარიღი, როდის გადაწყვიტა ვახტანგ გორგასალმა თბილისის დაარსება იმ ადგილას სადაც ცხელ წყაროში ჩავარდნილი ხოხობი იპოვნა. მაგრამ,  უკვე წლების მანძილზე თბილისობას აღვნიშნავთ შემოდგომით.

პირველად ეს დღესასწაული 1979 წელს აღინიშნა. 2018 წლიდან ეს ხდება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას, იქამდე კი აღინიშნებოდა ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას.

რატომ შემოდგომით? პასუხი მარტივია, მოსავალი უკვე აღებულია, თბილისში კი ოქტომბრის ამინდი ჯერ კიდევ საკმაოდ თბილია, ბუნება აყვავებულია ნაირგვარი შემოდგომის ელფერებით... მგონი, სხვა არც არაფერა საჭირო სადღესასწაულო განწყობისათვის.

რას უნდა მოველოდეთ თბილისობაზე? ხილის, ბოსტნეულის და ყველის დიდ მარაგს, ფელამუშს, ჩურჩხელებს და რა თქმა უნდა ქართულ ღვინოს. ასევე ახალ მომზადებულ ხინკალს და მწვადს. იმართება ბევრი სახეობის შოუები, მოსავლის აღებისა და ისტორიული სცენების იმიტაცია, კონცერტები, თამაშები. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის ყველაფერი, მრავალფეროვანი საკვებით დაწყებული და ნაირსახი სუვენირებით დამთავრებული.

წარმოგიდგენთ  ამ წლის თბილისობის სრულ პროგრამას. წელს ეს შესანიშნავი დღესასწაული 5-6 ოქტომბერს ჩატარდება და ტრადიციულად ყველაფერი ძველ თბილისში გაიმართება: 

5 ოქტომბერი

რიყისპარკი 12:00-20:00

  • ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები;
  • საბავშვო კონცერტი;
  • ინსტალაცია — ფიროსმანის პერსონაჟები;
  • სპორტული აქტივობები;
  • მულტიეთნიკური თბილისი.

ორბელიანისმოედანი 12:00-20:00

  • ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი;
  • ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები;
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
  • ORBELIANI OPEN MARKET;
  • მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი მაღალი აბელა და ხანუმა);
  • პროექტი იდირიჟორე.

ლეღვთახევი 12:00-22:00

  • მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

მეტეხისხიდი 12:00-18:00

  • სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა.

მუსიკალურიღონისძიებებიდაღიაწარმოდგენებიორბელიანისმოედანი

  • 14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში;
  • 20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია.

 

6 ოქტომბერი

რიყისპარკი 12:0-20:00

  • ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები;
  • საბავშვო კონცერტი;
  • ინსტალაცია—ფიროსმანის პერსონაჟები;
  • სპორტული აქტივობები.

ორბელიანისმოედანი 12:00-20:00

  • ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი;
  • ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები;
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
  • ORBELIANI OPEN MARKET;
  • მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,მაღალი აბელა და ხანუმა);
  • პროექტი გვიდირიჟორე.

ლეღვთახევი 12:00-22:00

  • მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

მეტეხისხიდი 12:00-18:00

  • სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა.

მუსიკალურიღონისძიებებიდაღიაწარმოდგენებიორბელიანისმოედანი

  • 17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი.

მუსიკალურიღონისძიებებიდაღიაწარმოდგენებიევროპისმოედანი

  • 20:00 სპექტაკლი MUARE EXPERIENCE — საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

 

რით უნდა მოხვიდეთ თბილისობაზე? ფოტო აპარატით, შთაბეჭდილებების ცარიელი სკივრით და გახსნილი გულით. თბილისი არის ქალაქი რომელიც ყოველთვის თბილად ეგებება ხალხს. მითუმეტეს საკუთარ დაბადების დღეზე!

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %