Caps Lock , თხილი და ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალი - 22 ოქტომბერი

Caps Lock -ის  დღე

ყველას შეგვხედრია ადამიანი, რომელმაც უბრალოდ არ იცის Caps Lock -ის გათიშვა, ან უფრო, დამაჯერებლად სასაუბროდ, ამ ღილაკის დახმარებით, დიდი ასოების გამოყენებით გელაპარაკება ჩათში. ამიტომაც გადაწყდა, რომ დაწესდეს Caps Lock -ის საერთაშორისო დღე, რომლის დროსაც „იკრძალება“ ამ ღილაკის გამოყენება.

 

როგორ უნდა აღნიშნო ეს დღე? პასუხი მარტივია - არ იხმაროთ Caps Lock დღის განმავლობაში. უფრო მეტიც, ინტერნეტ სივრცეში ყველას გაააგებინეთ, რომ გადაეჩვიონ ამ ღილაკის ხშირად გამოყენებას.

ნიუ იორკში გაიხსნა მეტროპოლიტენის ოპერა

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თეატრი - მეტროპოლიტენის ოპერა (Metropolitan Opera) ნიუ-იორკი გაიხსნა 1883 წლის 22 ოქტომბერს ჩარლს გუნოდის ოპერის - „ფაუსტი“-ს შესრულებით.

ენაბლუების საერთაშორისო დღე

ყოველწლიურად 1998 წლის 22 ოქტომბრიდან, მსოფლიოში აღინიშნება ენაბლუთა საერთაშორისო დღე (International Stuttering Awareness Day).

ამ თარიღის დადგენის იდეა დაიბადა ენაბლუთა ასოციაციის მხარდასაჭერად, რომელიც დაარსდა 1995 წელს და თავი დაიმკვიდრა, როგორც „ყველა ენაბლუს რუპორი საერთაშორისო დონეზე“ .  ISA-ს თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1% დაავადებულია ენაბლუობით.

 

სარა ბერნარი (1844 წლის 22 ოქტომბერი - 1923 წლის 26 მარტი)

სარა ბერნარი   XX საუკუნის დასაწყისის „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად“ არის ცნობილია. მისი კარიერა  ევროპის სცენაზე 1870-იან წლებში დაიწყო, სადაც მან სწრაფად მიაღწია წარმატებას, რის შემდეგაც კი ტრიუმფით ამერიკაში  იმოგზაურა. სარას კარიერაში ძირითადად სერიოზული დრამატული როლები იყო, რის გამოც მსახიობმა მიიღო მეტსახელი „ღვთისმეტყველი სარა“.

 

თხილის საერთაშორისო დღე

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 22 ოქტომბერს აღნიშნავენ თხილის საერთაშორისო დღეს. თავდაპირველად ეს დღესასწაული აშშ-ში დაწესდა და არაოფიციალურ დღესასწაულად ითვლებოდა, თუმცა ძალიან მალე გასცდა ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო სტატუსიც კი მიიღო.

 

ამ დღეს, გაგიკვირდებათ და, ბევრი თხილის ჭამა და მისი შემადგენლობით სხვადასხვა კერძის მომზადებაა საჭირო.

‘თხილის საერთაშორისო დღეს“ აქტიურად აღნიშნავენ დიდ ბრიტანეთში და ამაში აქტიურ მონაწილეობს იღებს თხილის მწარმოებელი კომპანია  -  Liberation Foods.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %