სად ხდებოდა Game of Thrones-ის გადაღება

სამეფო კარის თამაშები (Game of Thrones) - ეს არის ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული სერიალი, რომელსაც ყავს მილიონობით გულშემატკივარი. გარდა საინტერესო სიუჯეტისა და უჩვეულო პერსონაჟების, სამეფო კარის თამაშები განთქმულია გადაღების ულამაზესი პეიზაჟებითა და ბუნებით. თუ თქვენ გიყვართ მოგზაურობა და თან მოუთმენლად ელოდებოდით სამეფო კარის თამაშების ყველა ეპიზოდს? მაშინ რატომ არ უნდა მოინახულოთ ის ადგილები, სადაც მიმდინარეობდა ამ სერიალის გადაღება.

 

 

დღეს გთავაზობთ ტოპ-9 ქალაქს, სადაც გადაიღეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“.

 

დუბროვნიკი (ხორვატია)

 

 
სერიალის მთავარი სიუჟეტური ხაზი იყო რკინის ტახტისთვის ბრძოლა, რომელიც მდებარეობდა მეფის სავანეში. მიუხედავად იმისა რომ ჯონ სნოუ, სულ იმას ამტკიცებდა რომ მთავარია ბრძოლა მოიგონ თეთრ მოსიარულე მკვდრებთან, სერსეა და დეინერისი მაინც არ იძახდნენ უარს შვიდი სამეფოს გვირგვინზე. სერიალის ყველაზე მეტი ძირითადი მომენტი ხდებოდა სამეფო სავანეში, რომლის ლოკაციაც ხორვატიაში მდებარე ულამაზესი ქალაქი დუბროვნიკი გახდა.

 

სპლიტი (ხორვატია)

 


ციხესიმაგრე კლისი (გაშენებულია სპლიტის მახლობლად) კარგად არის ნაცნობი გულშემატკივრებისთვის, როგორც  ჩრდილოეთით მდებარე მონებად მოვაჭრე ყურე. კადრებში ჩანდა კლისის წარმოუდგენელი სილამაზის პეიზაჟები, სადაც დეინერისი მიერინის დატანჯულ მაცხოვრებლებს მიმართავს. აქ იყო შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სცენა, ჯვარცმული მონა ბავშვების და შემდეგ ჯვარცმული ბატონების, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი დეინერისს. სინამდვილეში კი აქ არ არის საშიში პირამიდები ჰარპიის გამოსახულებით - ეს ყველაფერი მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკით იყო შექმნილი.

 

 

შიბენიკი (ხორვატია)

 


პატარა ქალაქს შიბენიკს, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ხორვატიაში, ჩვენ ვიცნობთ უმდიდრეს ქალაქად სახელად ბრაავოსი. სიუჟეტის მიხედვით აქ იმყოფება ყველაზე გავლენიანი ბრაავოსის რკინის ბანკი და უსახოების ორდენი. შიბენიკის ვიწრო ქუჩები ჩვენ ერთ-ერთ სეზონში, როდესაც პატარა მამაცი გოგონა, არია სტარკი გადიოდა მრავალსახა ღმერთის სწავლებას. ვინაიდან შიბენიკი შედარებით პატარა ქალაქია, მანდ მისაღწავად, ჯერ ხორვატიის უდიდეს ქალაქ - სპლიტში უნდა ჩაფრინდეთ.

 

 

ჟირონა (ესპანეთი)

 


პატარა ქალაქ ჟირონაში (კატალონია) ბეღურისა და დატყვევებული მარგერი და სერსეის დაპირისპირების  სცენა იყო გადაღებული. სერსეას სულელური აფიორა ბევრი დიდებული სახლისთვის ტრაგედია გადაიქცა, რომლებიც დაიღუპნენ აფეთქების დროს. გადაღების პერიოდში ჟერონის საკათედრო ტაძარი  დროებით  ბეილორის დიდ სეპტად გადაიქცა. საინტერესოა, რომ  ჟირონის ვიწრო ქუჩებში ასევე ბრაავოსის რამოდენიმე სცენის გადაღება მიმდინარეობდა.

 

 

ბარსელონა (ესპანეთი)

 


ბარსელონაში სანტა ფლორენტინას უძველესი სასახლე მდებარეობს, რომელიც სერიალის 6 სეზონის განმავლობაში ტარლის გვარის „Rogov Hill“ - ის სასახლის როლს ასრულებდა.ზუსტად აქ გადიოდა მსუქანა, მოუხერხებელი სემის ბავშვობა. ამ პერსონაჟმა, თავისი გამორჩეული გონებითა და სიმამაცით, ბევრი მაყურებლის გული დაიპყრო.

 

 

სევილია (ესპანეთი)

 


ესპანელებს გაუმართლად, რადგამ მათი მზიანი ქალაქი სერიალის ძალიან ბევრი სცენის ლოკაციად იქცა. ესპანეთი ოსუნის ულამაზესი პეიზაჟებისთვის, აყვავებული ხაიგარდენისთვის, მთიანი დრაკონის ქვსითვისა და დოთრაკის ზღვისთვის ულამაზესი დეკორაცია გახდა. სავარაუდოდ სერიალის ყველაზე ლამაზი სცენები სევილიაში არის გადაღებული, რომელიც უდრეკი მარტელების სახლად, დორნად გადაიქცა.

 

მარაკეში (მაროკო)

 


თუ თქვენ მოიხიბლეთ თავისუფალი ქალაქებისა და მონებად მოვაჭრეების ყურის ლანდშაფტებით, მაშინ უნდა გაემგზავროთ მაროკოში. მარაკეკის გარეუბნებში, მცხუნვარე მზის ქვეშ გორაკზე  მდებარეობს ათსაუკუნოვანი ქსარ აიტ-ბენ-ჰადუს ციხესიმაგრე, რომელიც აღიარებულია, როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობას წარმოადგენს. ციხე-სიმაგრე საკმაოდ  პოპულარულია კინოინდუსტრიაში. აქ გადაიღეს მრავალი საკულტო ფილმი, როგორებიცაა „მუმია“, „ნილოსის მარგალიტი“, „გლადიატორი“ და სხვა.


სერიალში „Game of Thrones” ამ უჩვეულოდ ლამაზმა ადგილმა პენტოსისა და იუნკას როლი  "ითამაშა".

 

მდინა, მალტა

 


მალტის მოქალაქეებს ასევე გაუმართლად ენახათ ჩვენი დროის ყველაზე განთქმული სერიალის გადაღებები. მდინას მოედანზე გადაღებული იყო სტარკი და ჯეიმი ლანისტერის ბრძოლა. მდინას მთავარი შესასვლელის ჭიშკარი მეფის სავანეს ჭიშკრის როლს ასრულებდა. ჩვენ ის დავინახეთ,  როდესაც ნედ სტარკმა ლანისტერების მხრიდან საშიშროება იგრძნო, ზუსტად მდინას ჭიშკართან დაემშვიდობა თავის საყვარელ ცოლს კეიტლინს.

 

 

ბელფასტი (ჩრდილოეთ ირლანდია)

 


„Game of Thrones”  ეპიკური სცენების შექმნისას, მთავარი ქალაქი აღმოჩნდა ბელფასტი. აქ მდებარეობს ევროპის უდიდესი კინოსტუდიის (The Paint Hall) შტაბ-ბინა. The Paint Hall - ის კოლექტივი ცნობილია საკულტო ფილმზე „ტიტანიკი“ მუშაობით.  ზუსტად ამ სტუდიაში იბადება ყველაზე ფანტასტიკური ეპიზოდები.


სამწუხაროდ The Paint Hall-ში არც ისე ადვილია მოხვედრა, მაგრამ თუ მოხვდებით ბალფასტში აუცილებლად გაისეირნეთ სტუდიასთან, შეიძლება გაგიმართლოთ და გადაეყაროთ თქვენს საყვარელ მსახიობს.


არ დაიზაროთ, მოინახულეთ სტრანგფორდის დასახლება. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ძველებური გოთიკური სასახლე უარდი, რომელიც სერიალში ვინტერფელდ იყო წარმოდგენილი.

 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %