თბილისის ზღვა

    ყველაფერი იმის შემდეგ რისი გამოვლაც მოგვიწია, დამეთანხმებით, ჩვენი დრო თითქმის შემცირდა...

    იმას ვგულისხმობ რომ, ადამიანებს გვსურს დაკარგული ავინაზღაუროთ, ის დრო, რაც სახლში ყოფნას მოვახმარეთ ახლა ორმაგად დავუთმოთ ჩვენს ძირითად საქმეს... სწორედ ამიტომ შვებულებებს თითქმის აღარავინ ვიღებთ. საქმეა გასაკეთებელი! ისე, როგორც არასდროს საქმე და მუშაობა მოგვენატრა... ზრდასრულებსაც კი...

         სწორედ ყველაფერმა ამ სიახლემ გამოიწვია რომ, ზაფხულიც ისეთივე შრომანაყიფიერი გამოდგა ჩემთვის,  როგორც წესით შემოდგომა მაქვს ხოლმე... პერიოდი, როდესაც დასვენების დიდი ფაზები გადავლილია, უამრავი თავგადასავლი მიდევს უკვე ხურჯინში და გააზრებულად, მონატრებულად ვარ საქმისთვის მზად. არასდროს ისე არ ვარ კონცენტრირებული,  როგორც შემოდგომაზე...  თუმცა ახლა ზაფხულიც ასეთია...

      მიუხედავად ამ განცდებისა  სხეულსა და გონებას ერთნაირად, გადატვირთვა  სჭირდება.  ბოლო ხანებში ვიაზრებ რომ გადატვირთვას ყველა ისე ახერხებს ვინც როგორ მიეჩვევა... მე სიმწვანის, სივრცის, დაღლილობის შემდეგ დასვენებისა თუ  სუფთა ჰაერის მაძებარი ვარ. ამიტომაც შეიძლება კვირაში 6 დღე გადაბმულად, წუთი-წამზე გადაკიდებულად ვიმუშაო მაგრამ გამოჩნდება თუ არა ფანჯარა მაშინვე იქ მიმიწევს გული, სადაც სივრცე მეგულება.

    

    თბილისის გარშემო რომ უამრავი ეგეთი ადგილი გვაქვს ვიცით. რამდენიმე პოსტი ამის შესახებ უკვე დავწერე...   თუმცა, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება თბილისის ზღვას რომ არ შევეხოთ... გარდა  იმისა რომ ზაფხულში მოსახლეობის ნაწილი სწორედ აქ იგრილებს თავს და გადატვირთვის ამ გზითაა დაკავებული ასევე მინდა შეგახსენოთ რომ არ ინანებთ თუ ერთ დღესაც ადგებით და ველოსიპედით წრეს დაარტყამთ...  დაახლოებით 18 კილომეტრის გავლა მოგიწევთ და დამიჯერეთ ყოველთვის, როდესაც ეს დილის საათებში გავაკეთე, შემდეგ მთელი დღის მანძილზე საოცრად პროდუქტიული ვიყავი. არაფერი არ აფხიზლებს კუნთებსა თუ გონებას ისე, როგორც ველოსიპედი. საოცარი ენერგიის მომცემია ორი პედლის ტრიალი.

      თბილისის ზღვისთვის წრის დარტყმას  რაც შეეხება :  მის ერთ მხარეს სავარჯიშო სანაპირო დავარქვი. ასე იმიტომ რომ აქ მეტად გვხვდება, როგორც აღმართები ასევე დაღმართები, შესაბამისად კუნთებზე არასტაბილური დატვირთვა მოდის, თუმცა მეტად საინტერესოს  ხდის გზის გავლას... რაც შეეხება მეორე სანაპიროს აქ შედარებით ერთნაირი რელიეფის გამო უფრო მეტად სწრაფად შეგიძლიათ მოძრაობა, გზის ამ ნახევარზე,  ერთი ტემპით მოდის დატვირთვა და შესაბამისად მეტად სტაბილური სუნთქვით აგრძლებეთ გზას...

        აღსანიშნავია მხოლოდ ერთი უსიამოვნო ფაქტი : სამანქანო გზა საკმაოდ ვიწროა მოძრაობა კი დატვირთული... გზის სავალი ნაწილი უკიდურეს მარჯვენა მხარეს, შეგხვდებათ ადგილები სადაც ასფალტი დაზიანებულია. შესაბამისად, ყურადღებით უნდა იყოთ რათა ერთმა ლამაზ ხედზე გახედვამ შესაძლოა თქვენი დაშავება გამოიწვიოს. მით უფრო თუ ველოსიპედს კარგად ვერ მართავთ... შესაბამისად გაითვალისწინეთ რომ სამწუხაროდ მანქანების ხმაურს ამ გზის გავლისას ვერ მოსცილდებით...

        გარდა იმისა რომ სავარჯიშოდ მშვენიერი მოკლე მონაკვეთია,  რომლის გავლაც ნორმალური ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანისთვის 2  ან 3 საათში სრულად მოსწრებადია აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ გზად საოცარი პეიზაჟები გელით, როგორც უშუალოდ თბილისის წყალსაცავზე ასევე ზედაზნის მიმართულებით მთებსა თუ კავკასიონის ნაწილზეც... თქვენს წინ სივრცე მშვენიერ მაშტაბებზე გადაიშლება... თუ გაზაფხულს აარჩევთ უამრავი გაყვავილებული ტყემალი  თუ ველური ვაშლის ხე გაგილამაზებთ საერთო ხედებს...

      ასე რომ, თუ გყავთ ველოსიპედი, გაქვთ თავისუფალი დრო, არ იცით სად წახვიდეთ და ორჭოფობთ საერთოდ გახვიდეთ თუ არა სადმე... ჩემი მიზანი ბიძგის მოცემა და შეხსენებაა რომ აქვე, ძალიან ახლოს თბილისის წყალსაცავზე მშვენიერი ხედები გელოდებათ...

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %