აუცილებელი ინვენტარი, რა არ უნდა დაგვრჩეს მოგზაურობისას

თუ გადაწყვიტეთ მოგზაურობა, ან რამოდენიმე დღით ქალაქგარეთ გასეირნება, პირველ რიგში რასაც გააკეთებთ ალბათ ჩანთის ჩალაგება იქნება, ამ დროს მნიშვნელოვანია პრიორიტეტულად განვსაზღვროთ რა არის აუცილებელი რაც არ უნდა გამოგვრჩეს მომზადების დროს.

გთავაზობთ აუცილებელ ინვენტარსა და ნივთებს, რომლებიც არ უნდა დაგვრჩეს მოგზაურობისას:

ზურგჩანთა

რა თქმა უნდა პირველ რიგში კარგად უნდა შეარჩიოთ ზურგჩანთა, უმჯობესია თუ იქნება ორთოპედიული საზურგით და მაქსიმუმ 2 კგ აიწონის, რათა არ გაგიჭირდეთ უკვე გავსებულის ტარება.

კარავი

ეს არის ერთ ერთი მთავარი ინვენტარი რომელიც აუცილებლად უნდა წაიღოთ განსაკუთრებით თუ ბუნებაში აპირებთ გასვლას, კარვის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი მასა, იგი მსუბუქი და მოსახერხებელი უნდა იყოს, რათა ლაშქრობისას დისკომფორტი არ შეგიქმნათ.

საძილე ტომარა

საძილე ტომრის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ფიზიკური პარამეტრები და ასევე კლიმატური პირობები იმ ადგილის სადაც მიდიხართ სალაშქროდ.

ელექტრო ფანარი

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია, თუ თქვენ აპირებთ რამოდენიმე დღით ლაშქრობას.

დანა

გაითვალისწინეთ, უმჯობესია თუ იქნება კომპაქტური, მაგალითად დასაკეცი, რადგან სატარებლად იყოს მარტივი.

გამოსაცვლელი ფეხსაცმელი

გარდა იმისა რომ, უნდა გეცვათ კომფორტული და რბილ ძირიანი ფეხსაცმელი, გაითვალისწინეთ ერთი ასეთი უნდა გქონდეთ გამოსაცვლელადაც.

პირადი ჰიგიენის ნივთები

ეს შეიძლება იყოს, სველი და მშარლი ხელსახოცები, სადენზიფექციო ხსნარი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, საპონი.

აფთიაქი

ბამბა, ბინტი, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, თერმომეტრი.

გარე დამტენი

ეს არის ნივთი, რომელიც აუცილებლად პირველ რიგში უნდა ჩადოთ ჩანთაში, გაითვალისწინეთ რომ იყოს დატენილი.

ფოტოაპარატი

ეს ნივთი განსაკუთრებით გაითვალისწინეთ თუ გიყვართ სურათების გადაღება, იგი აუცილებელია რათა აღბეჭდოთ თქვენი შთაბეჭდილებები და შეინახოთ მოგონებებად.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %