საქართველოში საერთაშორისო ფრენები 2021 წლის 1 თებერვალს აღდგა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა. საქართველოში საერთაშორისო ფრენები 1 თებერვლიდან აღდგა, 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე დაწესებული რეგულაციების მოხსნა ფრენების რაოდენობაზე აისახება და 15 თებერვლიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება.

ქვეყანაში მკაფიოდ არის განსაზღვრული ვიზიტორთა შემოყვანის წესები:

ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის* საზღვარზე წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებულის საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა, ამავე ქვეყნებიდან ან/და ტრანზიტულად შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტი და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

საქართველოს მოქალაქეებს* შესაძლებლობა ექნებათ, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარონ 8 დღიან თვითიზოლაციას ან მე-3 დღეს PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით. PCR ტესტის არქონის შემთხვევაში დაექვემდებარებიან სავალდებულო 8 დღიან თვითიზოლაციას.

ავიაკომპანიებს მიეცემათ მითითება*, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %