მᲨრომელი ხალხის მიწა- გასეირნება კახეთში

Თუ Ღვინის, ბუნების და ისტორიის მოყვარული ხართ, კახეთის მონახულების დროა. Პირადად მე კახეთში ჩასვლა ძირითადად სამსახურეობრივად მიწევდა, შესაბამისად, საქმით ჩასულს არ მეძლეოდა შესაძლებლობა, კახეთით ჩემს გემოზე დავმტკბარიყავი. Სწორედ ამიტომ არ გავუშვი ხელიდან თუნდაც ერთდღიანი გასეირნების შანსი კახეთში. 

Პირველი ლოკაცია გრემია, თუმცა გრემამდე გზაში არაერთ საოჯახო მარანს და მეღვინეობის საწარმოს შეხვდებით,სადაც ნამდვილი კახური ღვინით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.  Გარდა ამისა, ჩემი რჩევა იქნება, თბილისიდან საგარეჯოს გავლით წახვიდეთ გრემამდე და სოფელ ბადიაურში გაჩერდეთ, სადაც გზის პირას შეგეძლებათ ადგილობრივებისგან უგემრიელესი კახური შოთის პურების და ყველის ყიდვა, უმეტესობა მათგანის დახლთან კამეჩის მაწვნის ყიდვაცაა შესაძლებელი.  

Თავად გრემი  ბევრად უფრო დიდი ისტორიის მატარებელია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. Ქალაქი გრემი, რომელიც XV-საუკუნეში დაარსდა, კახეთის დედაქალაქს წარმოადგენდა ორი საუკუნის განმავლობაში. Აქ გადიოდა საქარავნო გზებიც, სწორედ ამ პირობებში გახდა გრემი კახეთის მთავარი კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცენტრი. Მისი განვითარების შეჩერება 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსვლასთანაა დაკავშირებული, როცა კახეთის აოხრებისას გრემიც მისი სისასტიკის მსხვერპლი გახდა. Სწორედ ამ შემოსევის შემდეგ ვეღარ მოახერხა გრემმა სათანადოდ აღდგენა და სატახტო ქალაქიც თელავში გადავიდა. Დღეს გრემი სოფელია, სადაც შემორჩენილია გრემის მართლმადიდებლური ტაძარი. მნახველებისთვისაც ძირითადად Ეს ტაძარი და მასთან მდებარე მუზეუმი წარმოადგენს ღირსშესანიშნაობას. Ეკლესია მთლიანად აგურით არის ნაშენები და ქართული გვიანფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს. Გალავნიდან ჩანს სოფელიც და ხედები იშლება ალაზნის ველზეც. 

Პირველად გრემში 14 წლის ასაკში ვიყავი. Მაშინ იქ სიცოცხლე ჩქეფდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. Ათობით ექსკურსია, უამრავი სავაჭრო დახლი, ტურისტები და მნახველებით სავსე მუზეუმი… თითქოს ისტორია გრძელდებოდა. Ახლა კი, ეკლესიასთან ახლოს, ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილთან, მხოლოდ ერთ დახლს თუ დაინახავთ,სადაც ადგილობრივ მოხუცებულ ქალბატონს მნახველთა ჯგუფის დანახვისთანავე სიხარულით ევსება თვალები. Რომც არაფერი შეიძინოთ მისგან, მაინც მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას და გზას დაგილოცავთ. 

Სამწუხაროა, რომ ასეთი ისტორიის მატარებელი ადგილები ყურადღების მიღმა რჩება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ექსკურსიების თუ ტურების მოწყობის დროს არ გამოგვრჩეს მსგავსი ადგილები და ჩვენვე ვიზრუნოთ ჩვენი ისტორიის უკვდავყოფისთვის.


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %