56
![title](https://blog.turebi.ge/uploads/blogs/large/8085_1.jpg?v=4)
სარდინიაზე აიკრძალა GOOGLE Maps-ის გამოყენება!
![date](https://blog.turebi.ge/templates/assets/assets2/img/date.png)
17 Octomber 2019
სარდინიის ერთ-ერთი დასახლების მერი რამდენიმე ტურისტის დაკარგვაში GOOGLE Maps-ს ადანაშაულებს - ინფორმაცის The Guardian-ი ავრცელებს.
სარდინია ყველასათვის ცნობილია, როგორც იტალიის მარგალიტი: ულამაზესი ყურეები, საოცარი ბუნება და გრანიტის კლდეები. ეს არის იდეალური ადგილი დასვენებისათვის. თუმცა აქაც ხდება უცნაური შემთხვევები.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაუნის დასახლებაში (ბაუნეი - Baunei) მაშველებმა მთებში დაკარგული 144 ტურისტი გადაარჩინეს. ამაში დასახლების მერმა ზუსტადაც რომ Google Maps-ის აპლიკაცია დაადანაშაულა და გადაწყვიტა აპლიკაციის გამოყენების აკრძალვა. დასახლებაში ზოგიერთ ადგილას უკვე შესაბამის ამკრძალავ საგზაო ნიშნებსაც კი შეხვდებით. ადგილობრივი ხელუსუფლების თქმით, ბოლო დროს გახშირდა მანქანების გამოყვანა გაუკვალავი ადგილებიდან, სადაც მძღოლები Google-ის არასწორი რუკის გამო ხვდებოდნენ.
მერიის თქმით, ტურისტები საოცარი მთის პეიზაჟების სანახავად იყენებნენ აპლიკაციას და ავტომანქანის გადაადგილებისას აღმოჩნდებოდნენ მიუვალ ადგილებში, რომელიც რეალუარდ მხოლოდ ფე
...