58
Tbilisoba 2019 (5-6 October)
04 Octomber 2019
დაბადების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის და ქალაქი თბილისიც არ არის გამონაკლისი. დაზუსტებით არ ვიცით თარიღი, როდის გადაწყვიტა ვახტანგ გორგასალმა თბილისის დაარსება იმ ადგილას სადაც ცხელ წყაროში ჩავარდნილი ხოხობი იპოვნა. მაგრამ, უკვე წლების მანძილზე თბილისობას აღვნიშნავთ შემოდგომით.
პირველად ეს დღესასწაული 1979 წელს აღინიშნა. 2018 წლიდან ეს ხდება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას, იქამდე კი აღინიშნებოდა ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას.
რატომ შემოდგომით? პასუხი მარტივია, მოსავალი უკვე აღებულია, თბილისში კი ოქტომბრის ამინდი ჯერ კიდევ საკმაოდ თბილია, ბუნება აყვავებულია ნაირგვარი შემოდგომის ელფერებით... მგონი, სხვა არც არაფერა საჭირო სადღესასწაულო განწყობისათვის.
რას უნდა მოველოდეთ თბილისობაზე? ხილის, ბოსტნეულის და ყველის დიდ მარაგს, ფელამუშს, ჩურჩხელებს და რა თქმა უნდა ქართულ ღვინოს. ასევე ახალ მომზადებულ ხინკალს და მწვადს. იმართება ბევრი სახეობის შოუები, მოსავლის აღებისა და ისტორიული სცენების იმიტაცია, კონცერტები, თამაშები. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის ყველაფერ
...