დიდი კანიონის ეროვნული პარკი
დიდი კანიონის ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკია, რომელიც მდებარეობს არიზონის შტატში. მას ეს სტატუსი მიენიჭა 1908 წელს. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს.
დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. დაცული ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი ტურისტი ბილიკების მეშვეობით მაინც ახერხებს ამ ადგილების მონახულებას.
მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობის ამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი.





















