თურქეთის სასტუმროები თეფშების ზომების შემცირებას აპირებენ, რომ ტურისტებმა ნაკლები ჭამონ

თურქეთში უშვებენ პროექტს, რომელიც აიძულებს ტურისტებს აღარ დატოვონ თავის თებშებზე საჭმლის ნარჩენები.

თურქეთის სასტუმროები, რომლებიც მუშაობენ პრინციპით „All Inclusive”, უერთებიან პროექტს „ Orange Flag”, რომლის მიზანია შეცვალოს სასტუმროების და ტურისტების კვების კონცეფცია. იდეა დაიბადა იმის შემდეგ, რაც მისმა ინიციატორებმა ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში დაინახეს, რამდენი საჭმელი რჩება ყოველი კვების შემდეგ და რამდენი ტონა საკვების ნარჩენის გადაგდება ხდება ყოველდღე.

პროექტის ძირითად მიზანია 5 წელიწადში ტურისტული რეგიონების სასტუმროებში ორგანული ნარჩენების 70% -ით შემცირება.

„ნარინჯისფერი დროშის“ მოსაპოვებლად სასტუმროებმა უნდა შეასრულონ მთელი რიგი მოთხოვნები. პირველ რიგში, პერსონალს ჩაუტარდება ტრეინინგები  - საკვები პროდუქტების სწორად გადანაწილებაზე. შემდეგ ეტაპზე მოხდება ტურისტების აგიტაცია: არ შეიძლება საკვების გადაგდება, და რაც არის თეფშზე ყველაფერი უნდა შეიჭამოს. სასტუმროების ნომრებსა და რესტორნებში განთავსდება ინფორმაციური ბროშურები და პლაკატები.

სასტუმროები, რომლებიც მიაღწევენ საკვები ნარჩენების შემცირებას მიიღებენ „ნარინჯისფერ დროშას. „ბრძოლას“ ამ ეტაპზე  ანტალიის, იზმირის და ბოდრუმის სასტუმროები იწყებენ .

ამჟამად მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს სწორი კვება. ამის გათვალისწინებით, ექსპერტების აზრით, „ნარინჯისფერი დროშის“ ინიციატივას თვითონ ტურისტებიც დადებითად შეხვდენიან.

თუმცა ამჟამად  თურქეთის სასტუმროებში ხშირად შეხვედით ტურისტს, რომელსაც მოაქვს საჭმლით სავსე ორი დიდი თეფში, ვინიდან ამ სასტუმროში „„ALL INCLUSIVE” არის.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %