ტუტანხამონი, ლონდონის მეტრო და სამსახურის მაძიებლების დღე - 4 ნოემბერი

#365days #4 ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა მოხდა მსოფლიოში 4 ნოემბერს

 

ლონდონის მეტროს პირველი ელექტრო ხაზი

 


ყველამ ვიცით რომ მეტროს სამშობლო ლონდონია, პირველი  მიწისქვეშა სარკინიგზო ხაზი ანუ  ლონდონის მეტროპოლიტენი 1863 წელს გაიხსნა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 1890 წლის 4 ნოემბერს ლონდონშივე გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი ელექტრო ხაზი: ეს იყო ჩრდილოეთის ხაზი სტოქველისა  და  მეფე უილიამის ქუჩის მონაკვეთზე. პირველი მგზავრი კი იყო უელსის პრინცი და დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე ედვარდ VII. 


ექვსი კილომეტრის სიგრძის ელექტრო-ხაზს Metropolitan Railway დაარქვეს, თუმცა საბოლოოდ ეს სახელწოდება შეამოკლეს და ამჟამად ვიცნობთ როგორც - მეტროს. 

 

ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენა

 


ფარაონი ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება) - ეგვიპტის მე-18 დინასტიის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარაონია, რომლის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ ის ძველეგვიპტული ცივილიზაციის ნამდვილი სიმბოლო გახდა.  


ტუტანხამონის აკლდამა განლაგებულია ''მეფეთა ველზე'', და ეს იყო თითქმის ერთადერთი ქურდებისგან და ცნობისმოყვარე ხალხისგან ხელუხლებელი საფლავი, რომელიც არქეოლოგებმა თითქმის თავდაპირველი სახით აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენის შემდეგ, მთელი მსოფლიო დაინტრესდა ახალგაზრდა ფარაონით და ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა.  

 

სამსახურის მაძიებლების ანუ სამუშაო მოქმედების დღე

 


აშშ-ში 2008 წელს გადაწყდა რომ 4 ნოემბერი  უნდა იყოს სამუშაო მოქმედების ანუ სამსახურის მაძიებლების დღე (Job Action Day). ეს დღე შეიქმნა მათთვის, ვინც გამწარებით ეძებს სამსახურს, და სჭირდება მუშაობა სულის განვითარებისთვის ან უბრალოდ კომუნალურების გადასახდელად. სამუშაო მოქმედების დღე მიზნად ისახავდა შრომისმოყვარე ადამიანებისთვის მხარის დაჭერას, შთაგონების პოვნას და შესაძლებლობების გაზრდას მათთვის, ვისაც უფრო მეტის მიღწევა სურდა.


როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე? თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ სამსახური და ხართ სახლში, დროა აქტიურად დაიწყოთ მისი ძებნა. დაფიქრდით რეალურად რა მოგიტანთ სულის სიმშვიდეს ან რისი გაკეთება შეგიძლიათ და გეხერხებათ ყველაზე კარგად. თუ თქვენ უკვე დასაქმებული ბრძანდებით, მაშინ დააკვირდით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას - მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, იქნებ რამის შეცვლა შეგიძლიათ ან თქვენს თავში  გაუმჯობესება. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %