უცნაური ფაქტები ქვეყნებზე

სანამ გაემგზავრებით მსოფლიოს რომელიმე კუთხეში დასასვენებლად, მანამდე მოკლედ და ლაკონურად გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის საინტერესო და უცნაურ ფაქტებს.

 

შვედეთი

 


1955 წელს შვედეთში სკოლებში სექსუალური განათლების პროგრამა შეიმოიღეს. შვედეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საგანმანათლებლო სისტემაში ეს პროგრამა დააწესა. 


სკოლებში საგნის სწავლება მშობლების თანხმობის გარეშეც მაინც სავალდებულო იყო.

 

კამბოჯა

 


კამბოჯაში ღიმილი ურთიერთობის  ყველაზე მთავარი და მნიშნველოვანი ნაწილია! ყვირილი და წივილი ძალიან ცუდი ტონია. ამის გამო თქვენ ქხმერის თვალებში დაკარგავთ სახეს და პატივისცემას და არავის არ მოუნდება თქვენთან ურთიერთობა.

 

სამხრეთ კორეა

 


ასეთი გაგება როგორც შვებულება, კორეაში არ არსებობს. თუმცა აგვისტოს დასაწყისში არის რამოდენიმე დღე, , როდესაც ბევრი იღებს „დეიოფს“ და მიდის დასასვენებლად ან სამოგზაუროდ. 

 

კანადა

 


ყველაზე გავრცელებული გვარი კანადაში არის - ლი.

 

სინგაპური

 


სინგაპური არის ჯარიმების და აკრძალვების ქალაქი, ამას ქალაქში არსებული ნიშნები ამტკიცებენ, მაგრამ ამავდროულად ქალაქის ქუჩებში თქვენ ვერ ნახავთ პოლიციას.

 

ავსტრალია

 

ავსტრალიელები კანონით ვალდებულები არიან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ავსტრალიელი მოქალაქე, რომელიც არ დაესწრო არჩევნებს  და არ ქონდა ამის გამამართლებელი საბუთი, დაჯარიმდება.

 

გერმანია

 


გერმანიის გზაბის  თითქმის 70% არ აქვთ სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები.

 

საფრანგეთი

 


საფრანგეთში კანონით აკრძალულია ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა.

 

პორტუგალია

 


პორტუგალიელებს აქვთ თავიანთი მუსიკის სტილი - ფადუ! ის გამოხატავს მაღალ ემოციურ დაძაბულობას, და სიმღერები კი სავსეა მარტოობის და იმედგაცრუების გრძნობით. მუსიკას ასრულებენ პორტუგალიურ გიტარაზე.

 

ისლანდია

 


ისლანდიაში ძალიან ბევრს სჯერათ ტროლების (ინტერნეტში არსებულ ტროლებს არ ვგულისხმობთ). ახალი ავტომაგისტრალის დაგების დროს, დამპროექტებლები კონსულტაციას ყოველთვის ფოლკლორის სპეციალისტებთან გადიან, რომ აშენების პროცესში შემთხვევით არ შეეხონ ტროლების ადგილსამყოფელს.

 

ირლანდია

 


ირლანდიის ქუჩებში თითქმის არსად შეხვდებით ქვეითისთვის განკუთვნილ „ზებრას“.

 

ზიმბაბვე


ყოველწლიურად ზიმბაბვეში ტარდება  „ქვეყანაში ყველაზე მახინჟი მამაკაცის “ კონკურსი, საპრიზო ფონდით - ხუთასი დოლარია.

 

ირანი

 

 

ირანში გოგონებს, რომლებიც იწყებენ მუშაობას დამლაგებლებად ან სახლში დამხმარედ , როგორც წესი სამედიცინო საბუთს სთხოვენ, იმის დასადასტურებლად, რომ ის ჯერ კიდევ ქალიშვილია.

 

აშშ

 


აშშ - ში ოფიციალურად არსებობს სპორტული ლიგა „ჯეირანი“.

 

ინდონეზია

 


ინდონეზიაში კომოდოს კუნძულზე  ცხოვრობენ დიდი ხვლიკები, რომლებსაც „დინოზავრებს“ უწოდებენ, რადგან ისინი რეალურად ამ გადაშენებულ „არსებებს“ გვანან. (დინოზავრები ხომ  რეალურად ქვეწარმავლებს მიეკუთვნებოდნენ. 

 

ბელგია

 


ბელგიას განქორწინების ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.

 

მექსიკა

 


მექსიკაში ყველაზე ხშირად სვავენ, - ... მაგრამ არა ტეკილას!  .... არა! არა ტეკილა! არამედ კოკაკოლას!

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %