15 February 2016
  • 584 ნახვა

"კაშა-კატუვე" - კარვის ფორმის კლდეები აშშ-ში

კაშა-კატუვეს სხვანაირად "კლდე-კარვებსაც" ეძახიან. ეს კლდეები სანტა-ფედან სამხრეთ-დასავლეთით, 60 კილომეტრში მდებარეობენ, ზღვის დონიდან 1730-1950 მეტრზე. როგორც კი დაინახავთ, მაშინვე მიხვდებით, რატომ მიიღეს კლდეებმა ასეთი საინტერესო სახელწოდება.   article1817   At Kasha-Katuwe Tent Rocks kasha-katuwe-005 კლდეები მართლა მოგვაგონებს კარვებისგან შექმნილ დიდ ქალაქს. კონუსის ფორმის კლდეები 6-7 მილიონი წლის წინ აქ არსებული აქტიური ვულკანური პროცესების შედეგადაა შექმნილი. ამოფრქვეულმა ვულკანურიმა პეზამ, ფერფლმა და ტუფმა წვეტიანი კლდეები შექმნა. წლების მანძილზე ეროზიამ, ქარმა და ნალექებმა კლდეებში ღრმა არხები და კანიონები გამოკვეთა.  თუ კლდეებს ახლოდან დავაკვირდებით, შევამჩნევთ მცირე ზომის, ნახევრად გამჭვირვალე მრგვალ ჩანართებს - ეს ვულკანური მინაა. ხოლო ბევრ კლდეზე შეიძლება შეამჩნიოთ დამცავი "ქუდები", რომელთა გარეშე კლდეები დიდი ხნის წინ დაიშლებოდა. სხვა კლდეების მაგალითზე ეს ადვილად მტკიცდება - დამცავი ქუდის  გარეშე დარჩენილები ძალიან მალე იშლება. მიუხედავად იმისა, რომ კლდეები იდენტური ფორმისაა, სიმაღლის მიხედვით ძალიან განსხვავდებიან. მათი სიმაღლე რამოდენიმე მეტრიდან 30 მეტრამდე მერყეობს.   kasha-katuwe-007 ვულკანური წარმოშობის ნალექები წლების მანძილზე გროვდებოდა, პერიოდული ვულკანური აქტივობების შედეგად, ამიტომ კლდეები შრეებად ჩალაგებული დანალექებისგან შედგება, რომელიც კრემისფერი, ვარდისფერი და ნაცრისფერია.    hiking in Kasha-Katuwe Tent Rocks kasha-katuwe-018 ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ამ ადგილას საინტერესო ფოტოების გადაღება და უამრავი შთაბეჭდილების დაგროვება შეიძლება. აქ ნამყოფი ადამიანები ააღნიშნავენ, რომ კლდეები ძალიან "ფოტოგენურები" არიან, თუმცა ადგილზე მისვლისას მათი უმეტესობა რწმუნდება, ხომ რეალურად კიდევ უფრო ლამაზი და შთაბეჭდავია აქაურობა.    kasha-katuwe-020 2001 წელს კაშა-კატუვე აშშ-ს ნაციონალურ ძეგლად გამოცხადდა. ნაციონალური ძეგლის ადგილას გაყვანილია 1,9 კილომეტრი სიგრძის საექსკურსიო ბილიკი. ბილიკის მარშუტი ისეა დაგეგმილი, რომ კლდეების დათვალიერება შეგეძლებათ როგორც ყველაზე დაბალი ადგილებიდან, სადაც კლდეები ზემოდან დაგყურებს, ასევე შესაძლებელია კლდეებს ზემოდან გადმოხედო. გადაადგილება მხოლოდ დღის მანძილზეა დასაშვები. აქ არ შეიძლება მანქანით შესვლა და აკრძალულია შინაური ცხოველების შეყვანა. ბილეთი დაახლოებით 5$ ღირს, ხოლო ჯგუფებზე ფასდაკლებებიც მოქმედებს. Kasha-Katuwe Tent Rocks National Monument  
მსგავსი
15 February 2016

"კაშა-კატუვე" - კარვის ფორმის კლდეები აშშ-ში

კაშა-კატუვეს სხვანაირად "კლდე-კარვებსაც" ეძახიან. ეს კლდეები სანტა-ფედან სამხრეთ-დასავლეთით, 60 კილომეტრში მდებარეობენ, ზღვის დონი...

29 December 2015

კაპილანოს დაკიდული ხიდი - კიდევ ერთი ნაგებობა ადრენალინის მოყვარულთათვის

კაპილანოს დაკიდული ხიდი კანადაში, ჩრდილო ვანკუვერში მდებარეობს.  აქ ყოველ წელს 900 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოდის. ხიდი მდინარე კაპილ...

04 December 2015

4 000 საფეხურიანი ნამდვილი "კიბე სამოთხისკენ"

"ჰაიკუს კიბეები" რომელსაც ხშიარდ მოიხსენიებენ როგორც "კიბეს სამოთხისკენ", ჰავაიში მდებარეობს და ის ამერიკის ყველაზე ლამაზი სალაშქრ...

27 October 2015

ნაჰანის ეროვნული პარკი ულამაზესი კანიონებით

ნაჰანის ეროვნული პარკი მდებარეობს კანადაში.  პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სი...

04 November 2015

კარიბის ზღვის გასაოცარი კანკუნის სანაპირო

კანკუნი, კარიბის ზღვის სანაპიროებს შორის მართლაც რომ მექსიკის ერთ–ერთი მშვენებაა  . ის , მდებარეობს  იუკატანის ნახე...

13 October 2015

ანტილოპას კანიონი

ანტილოპას კანიონი მდებარეობს  ამერიკის შტატ არიზონას  ჩრდილოეთით, იუტას საზღვართან, ქალაქ პეიჯის მახლობლად  და შედის დიდი კანიონის...

22 October 2015

კრისტალების გამოქვაბული

კრისტალების გამოქვაბული  აღმოჩენილია  მექსიკის  ჩიუაუში. მღვიმეში არის უნიკალური  მინერალური სტრუქტურული სახის თაბაშირი. 1910 წელს...

05 October 2015

მამონტის მღვიმე

მამონტის მღვიმე  ამერიკიაში, კერძოდ  კენტუკის შტატში მდებარეობს. ეს მღვიმე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მღვიმედ ითვლება. ...

11 October 2015

დიდი კანიონის ეროვნული პარკი

დიდი კანიონის ეროვნული პარკი  ამერიკის შეერთებულ შტატებში  ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკია, რომელიც მდებარეობს არიზონის შტატში. ...