29 May 2017
  • 494 ნახვა

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით.

სტრასბურგში გამგზავრება ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში მქონდა დაგეგმილი. მე და ჩემი მეგობრები ჩეხეთიდან ვბრუნდებოდით როცა შემდგომ მარშუტად საფრანგეტი დავისახე. იქ ჩემი დაა თავისი პატარა ანგელოზებით და ბევრი საყვარელი ხალხი. ზოგი ათ წელზე მეტია იქ ცხოვრობს. ჩემი დისთვის ჩვენი ჩასვლა სიურპრიზი უნდა ყოფილიყო.

უვიზო რეჭიმმი ახალი შემოსული იყო და ცოტას გვაშინებდა. შევაგროვეთ საბუთები: ამონაწერი საცხოვრებლიდან, სადაც მივდიოდით სტუმრად, ბილეთები, დაზღვევა, ბიომეტრიული პასპორტები და, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხა.

ჩვენი ვიზიტი დავამთხვიეთ ჩემი დის დაბადების დღეს და ბავშვების ნათლობას. უპრობლემოდ გავიარეთ პასპორტების შემოწმება მემინგემის აეროპორტშიც (მიუნხენში). ჩვენი საბუთებიდან მოითხოვეს მხოლოდ პასპორტი( !).როგორც აღმოჩნდა, ტყუილად ვშიშობდით.

სამ საათიანი მანქანით მგზავრობის შემდეგ ჩავედით სტრასბურგში. არ მოვყვები ჩემს დასთან და დიშვილებთან შეხვედრისას განცდილ ემოციებს, რადგან ამის გადმოსაცემად საშუალება არ არსებობს. ერთს გეტყვით მხოლოდ, იქ მყოფთაგან, ვტიროდით ყველა.

ანდრიას და ელენეს ნათლობა სტრასბურგის ერთ პატარა, ქართულ ეკლესიაში იყო. ხალისიანად ჩაიარა ნათლობის დღემ. ყველაფერი ამ შუაგულ ევროპაში, იყო ქართული. თავისი საცივითა და ჩაქაფულით. ფრანგები ისე მადიანად შეექცეოდნენ და თან უკვირდათ ფულს თითონ რომ არ იხდიდნენ. ყველა  შევიკრიბეთ მეორე დღესაც, რამაც უფრო გააკვირვა ჩვენი ფრანგი სტუმრები.

მე ბედნიერი ვიყავი. ამდენი წლის უნახავი ადამიანების გარემოცვაში. მიუხედავად ჩემი უსაზღვრო სიყვარულისა ხეტიალის მიმართ, გადაწყვეტილი მქონდა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის დამეთმო დრო. საფრანგეთს “დასაპყრობად"სხვა დროს ვეწვეოდი. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

ნათლობის შემდეგ, ყველანი ჩაგვსხეს მანქანებში და ფრანგული ღირსშესანიშნაობების  სანახავად გაგვაქანეს. ვნახეთ უალმაზესი ფრანგული მონასტერი საფრანგეთის დასავლეთით, ვულგეს მთებში.

მონტ სანტე ოდილე მდებარეობს ზღვის დონიდან 760 მეტრზე. მონასტერი გაშენებულია კლდის ქიმზე. ის  მოხსენიებულია უძველეს რომაულ ისტორიებში. სავარაუდოდ განადგურებულა ვანდალების მიერ 407 წელს. იყენებდნენ როგორც ციხეს. არაერთგზის დანგრეულა და აღუდგენიათ. მონასტრის დაარსებას გადმოცემის თანახმად უკავშირებენ  ალექსანდრე ჰერცელს და მის ბრმა ქალიშვილის, ოდელს, რომელიც სასაწაულებრივად განიკურნა მთის ძირას გამომავალი წყლით. სანტა ოდილედან ულამაზესი ხედი იშლება. ძალიან კმაყოფილები წამოვედით.

სტრასბურგში დაბრუნებულებმა გავმართეთ  ძველი უბნებისკენ, სადაც ულამაზესი ალზასური არქიტექტურით აშენებული სახლების ხილვით ვისიამოვნეთ. საკმაოდ გვიანი იყო მდინარე ილზე ნავით გასასეირნებლად. აქ ყველაფერი საღამოს 7 საათზე იკეტება. ამიტომ ფეხით გაუყევით სანაპიროს. მდინარეზე ბევრი პატარა ხიდია, უმრავლესობა უძველესი და მშვენიერი სანახავი. ყველაზე ცნობილი ხიდია „PONT COCERTI“ რომელთანაც განლაგებულია ოთხი უძველესი ციხესიმაგრა. ადრე ამ ნაგებობებს თავდაცვის მიზნით იყენებდნენ. გირჩევთ, სტრასბურგში მოხვედრისას ეს ადგილები ფეხით მოიაროთ ან შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპტები, რომლებიც თითქმის ყველგანაა.

სუვენირების მაღაზია სტრასბურგში

მვუყვებოდი სანაპიროს და თავი ზღაპრის გმირი მეგონა. პატარა ხიდები, უამრავი მცენარე დ ულამაზესი, ერთმანეთზე კოხტა სახლები. მეგონა დროში ვმოგზაურობდი.

საღამოს კათედრალთან მივედით. უცნაურად მშვენიერი ტაძარი, რომელიც სტრაზბურგის თითქმის ყველა მხრიდან ჩანს ( ნუ გუმბათს მაინც დაინახვათ). კათედრალის სიმაღლა142 მეტრია. მისი მშენებლობა1176 წელს დაიწყო და თითქმის  სამი საუკუნე შენდებოდა. ამ მოედანს გარს აკრავს კათედრალზე ძველი უმშვენიერესი ნაგებობები, რომელთა ხილვისას ღრმად უნდა ჩაისუნთქო _არქიტექტურა გამაოგნებელია.

სტრასბურგი

არ მოვყვები სტრასბურგის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ, რადგან ვშიშობ ზედმეტად გამიგრძელდეს თხრობა. რადგან ძალიან ბევი ადგილი მოვირბინეთ და მინდა ყველაფრის შესახებ ცოტა რამე მაინც გიამბოთ.

შემდეგი დღე, წავედით გერმანიაში. ე.წ. შავი მთის ულამაზეს ნაკრძალში ბურჰენტალის რაიონში, ვუნთერბერგში, რომელიც სტრასბურგთან ახლოს მდებარეობს. გავოცდი გერმანული სოფლების ხილვით. საოცარი ბუნებით და აგურისფერი სახურავებით. ასევე ვნახეთ ხიდი, რომლის შუაშიც  გერმანია საფრანგეთის საზღვარი გადის. ხიდის ერთი მხარე საფრანგეთშია, მეორე გერმანიში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ანაკლია _ განმუხურის ხიდი ძალიან ჰგავს ამ ხიდს ან სულაც ამ ხიდითაა შთაგონებული.

საღამოს ცენტრალურ, თანამედროვე სტრასბურგს ვესტუმრეთ. პარლამენტი, ოპერა, უისტონ ჩერჩილის სასახლე და გასაოცარი ცენტრალური პარკი. ტრამვაის  E და  D ხაზი რამდენიმე წუთში მიგიყვანთ უძველესი უბნიდან თანამედროვე სტრაზბურგში. ახალი ხაზით ტრამვაი გერმანიიდანაც დადის.

სტრასბურგი გერმანულად გზაჯვარედინს ნიშნავს და სრულადაც ამართლებს თავის სახელწოდებას. შერწყმულია თანამედროვე და უძველესი არქიტექტურა. რაც შეხება სასამართლოს შენობას, ის დაკეტილია მნახველთათვის მთელი წლის მანძილზე და მხოლოდ მაისის პირვველ კვირას იღება. დანარჩენ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ მხოლოდ ეზოს. გარედან შენობა უბრალო კლასიკური ნაგებობაა, არაფრით გამორჩეული.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

მომდევნო დილით, 5 საათზე პარიზში გავემგზავრეთ. როგორც უკვე დავწერე, პარიზი ჩემს გეგმებში არ შედიოდა. პირველად ვნახეთ ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც დამატყვევა და სრულად დამამუნჯა. შემდეგ გავემართეთ ეიფელისკენ. საბედნიეროდ რიგი არ იყო და მშვიდად ავედით კოშკზე, საიდანაც გადაიშალა მსოფლიოს მშვენება, თეთრი პარიზი, მთელი თავისი სიდარბაისლით.

ხედი ეიფელიდან, პარიზი

შემდგომი გაჩერება გვქონდა ელისეს მინდვრებზე, ტრიუმფალური თაღის ხილვისას მეტყველება დავკარგე, თითქოს ოცნებებში გადავსახლდი.. საოცარი შეგრძნებაა როცა შენს ოცნებებს ასე ახლოდან ეხები.

ტრიუმფალური თაღი

ტრიუმფალურ თაღთან მისვლამდე მზე გვანებივრებდა, შემდეგ ამინდი შეიცვალა და პატარა“ ტუკ ტუკ“_ით (ველოსიპეტიანი ეტლი,რომელიც გადახურულია გამჭვირვალედ) მოგვიწია ოპერასთან და შემდეგ ლუვრთან მისვლა და ჩემი საყვარელი წვიმაც დაიწყო. ვნახე პარიზი, მთელი თავისი  დიდებულებთ, წვიმითაც კი .

სამწუხაროდ ლუვრი დაკეტილი დაგვხვდა. წვიმისგან გაწუწულები ავედით ულამაზეს მონმარტის მონასტერში, მდინარე სენას მარჯვენა სანაპიროს შემაღლებულ ადგილას. კოკისპირულმა წვიმამ ვერ შეგვიშალა ხელი პარიზული ხედებით ტკბობაში. ჩვენი პარიზული ვოიაჟი მულენ რუჟთან დასრულდა. გემრიელი პარიზული თევზის სალათი მივირთვით რესტორან ლა ვინში. კაფის კედლელზე, სადაც ბევრი ქვეყნის კუპიურა იყო მიკრული, დავტოვეთ ქართული  ლარი სამახსოვრო წარწერით და ძალიან გავახარეთ ბარის მეპატრონე.

ძალიან ბერი რამე დამრჩა უნახავი. არავის ვურჩევ მოკლე ვიზიტით პარიზში ჩასვლას. აუცილებლად სანახავი ადგილები რომ არ გამოგრჩეთ, გირჩევთ გაითვალისწინოთ. მე აუცილებლად დავუბრუნდები პარიზს. ჩემი სიზმრების ქალაქს. უფრო გრძელი ვიზიტით .

ანა ახალაძე

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
01 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 5)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

31 August 2017

სვანეთის ყინვისფერი ტბა

პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად... ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მეტად იმას უსვამს ხაზს, თუ რაოდენ საოცარი გარემოა ჩვენ გ...

25 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 4)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

20 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 3)

2017 წლის თებერვალში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოს...

18 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 2)

2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ...

07 July 2017

გერმანული ვოიაჟი - კიოლნი

გამარჯობა მკითხველო! მე ლანა ვარ, სტუდენტი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები მოგზაური. ჩემში ნამდვილი მოგზაურის...

29 May 2017

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ. კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ ა...

29 May 2017

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით. სტრ...

29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვან...

28 May 2017

ღრუბლებთან... მოგზაურობა ყაზბეგში

გაგიღვიძიათ ოდესმე სრულიად ჩვეულებრივ დღეს ყოველლდღიური გეგმებით, ხვალინდელი დღის ჩვეულებრივი გაგრძელების მოლოდინით და შემთხვევ...