turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ურეკი - ბუნების სამკურნალო საოცრება

დაბა ურეკი  ზღვის დონიდან 4 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ის ცნობილია  თავისი უნიკალური თვისებების მქონე სილით.  ურეკის მთელი სანაპირო  წვრილმარცვლოვანი სილაა, რომელიც შეიცავს რკინის მაგნეტიტურ ნაწილაკებს.

ურეკი

მაგნეტიტი მდებარეობს მდინარეების კუჩხასა და სეფას შორის, სანაპირო ზოლის სიგრძე 1-1,5 კილომეტრია. ურეკის  სამკურნალო ფაქტორებს არა მხოლოდ სილიანი პლიაჟი, არამედ  ზღვის ჰავაც წარმოშობს. ურეკში ზღვის სიღრმე გრძელ მანძილზე მცირეა, ამიტომ  განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვებისთვის.  ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც უნიკალურ ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული. 

მზის სხივებით გამთბარი მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებს აქვთ სამკურნალო ეფექტი ნერვული, ძვალ-სახსროვანი, სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისას. 

ურეკი

საქართველოს, გარდა რკინის შემცვლელი სილა რამდენიმე ქვეყანაშია: არგენტინაში, ბულგარეთში, სლოვენიაში, რუსეთში, უკრაინასში და იაპონიაში.  ურეკის  მაგნიტური სილა ზღვაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოქონდა მთებიდან ორ მდინარეს. წლების განმავლობაში, შტორმების დროს ზღვა სილას უკან  სანაპიროზე გამორიყავდა, ასე წარმოიქმნა ურეკის სამკურნალო თვისებების მქონე სანაპირო, რომელიც ბევრ დაავადებისგან კურნავს დამსვენებელს.   ურეკიურეკი    კურორტი ურეკი

ადმინისტრაციული მდებარეობა - ოზურგეთის რაიონი.

გეოგრაფიული მდებარეობა - შავი ზღვის სანაპირო ზოლი, მდ. სუფსის შესართავიდან 4 კმ სამხრეთით, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 2-10 მ.

რელიეფი – ვაკე. კლიმატი – სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,80 C. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 230C. ნალექების წლიური რაოდენობა - 2000-2100 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა - 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათი.

ფლორა - სუბტროპიკული (პალმა, ევკალიპტი, ხეხილის ბაღები და სხვ.) მცენარეულობა.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს. მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვ.), მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები.     

ურეკის სანაპირორეკის ქვიშა

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %