"კაშა-კატუვე" - კარვის ფორმის კლდეები აშშ-ში

კაშა-კატუვეს სხვანაირად "კლდე-კარვებსაც" ეძახიან. ეს კლდეები სანტა-ფედან სამხრეთ-დასავლეთით, 60 კილომეტრში მდებარეობენ, ზღვის დონიდან 1730-1950 მეტრზე. როგორც კი დაინახავთ, მაშინვე მიხვდებით, რატომ მიიღეს კლდეებმა ასეთი საინტერესო სახელწოდება.   article1817   At Kasha-Katuwe Tent Rockskasha-katuwe-005კლდეები მართლა მოგვაგონებს კარვებისგან შექმნილ დიდ ქალაქს. კონუსის ფორმის კლდეები 6-7 მილიონი წლის წინ აქ არსებული აქტიური ვულკანური პროცესების შედეგადაა შექმნილი. ამოფრქვეულმა ვულკანურიმა პეზამ, ფერფლმა და ტუფმა წვეტიანი კლდეები შექმნა. წლების მანძილზე ეროზიამ, ქარმა და ნალექებმა კლდეებში ღრმა არხები და კანიონები გამოკვეთა. თუ კლდეებს ახლოდან დავაკვირდებით, შევამჩნევთ მცირე ზომის, ნახევრად გამჭვირვალე მრგვალ ჩანართებს - ეს ვულკანური მინაა. ხოლო ბევრ კლდეზე შეიძლება შეამჩნიოთ დამცავი "ქუდები", რომელთა გარეშე კლდეები დიდი ხნის წინ დაიშლებოდა. სხვა კლდეების მაგალითზე ეს ადვილად მტკიცდება - დამცავი ქუდის  გარეშე დარჩენილები ძალიან მალე იშლება. მიუხედავად იმისა, რომ კლდეები იდენტური ფორმისაა, სიმაღლის მიხედვით ძალიან განსხვავდებიან. მათი სიმაღლე რამოდენიმე მეტრიდან 30 მეტრამდე მერყეობს.   kasha-katuwe-007ვულკანური წარმოშობის ნალექები წლების მანძილზე გროვდებოდა, პერიოდული ვულკანური აქტივობების შედეგად, ამიტომ კლდეები შრეებად ჩალაგებული დანალექებისგან შედგება, რომელიც კრემისფერი, ვარდისფერი და ნაცრისფერია.    hiking in Kasha-Katuwe Tent Rockskasha-katuwe-018ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ამ ადგილას საინტერესო ფოტოების გადაღება და უამრავი შთაბეჭდილების დაგროვება შეიძლება. აქ ნამყოფი ადამიანები ააღნიშნავენ, რომ კლდეები ძალიან "ფოტოგენურები" არიან, თუმცა ადგილზე მისვლისას მათი უმეტესობა რწმუნდება, ხომ რეალურად კიდევ უფრო ლამაზი და შთაბეჭდავია აქაურობა.    kasha-katuwe-020 2001 წელს კაშა-კატუვე აშშ-ს ნაციონალურ ძეგლად გამოცხადდა. ნაციონალური ძეგლის ადგილას გაყვანილია 1,9 კილომეტრი სიგრძის საექსკურსიო ბილიკი. ბილიკის მარშუტი ისეა დაგეგმილი, რომ კლდეების დათვალიერება შეგეძლებათ როგორც ყველაზე დაბალი ადგილებიდან, სადაც კლდეები ზემოდან დაგყურებს, ასევე შესაძლებელია კლდეებს ზემოდან გადმოხედო. გადაადგილება მხოლოდ დღის მანძილზეა დასაშვები. აქ არ შეიძლება მანქანით შესვლა და აკრძალულია შინაური ცხოველების შეყვანა. ბილეთი დაახლოებით 5$ ღირს, ხოლო ჯგუფებზე ფასდაკლებებიც მოქმედებს. Kasha-Katuwe Tent Rocks National Monument 
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %