Turebi Ge

ელტონ ჯონის კონცერტი წელს აღარ გაიმართება

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში წელს აღარ გაიმართება.
ამის შესახებ SOLO-ში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და პირველი ივლისისთვისაა გადადებული. SOLO-ს წარმომადგენლების თქმით, ეს ელტონ ჯონის ერთადერთი კონცერტი იქნება ევროპაში.

ახალ თარიღებში დაგეგმილ კონცერტებზე დასწრებას მსურველები ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბრის ბილეთებით 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთებით - 1-ელ ივლისს.

ბილეთების დაბრუნება 20 სექტემბერს დაიწყება და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, კონცერტები ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %