ახალი პროექტი SioniGlamping ნოემბრის ბოლოს სტუმრებს უმასპინძლებს.

ინოვაციური პროექტი SioniGlamping -ის მოწყობა უკვე დიდიხანია მიმდინარეობს კერძო ინვესტორი შალვა ბერიძის მიერ და დაახლოებით 50 000 ლარზე მეტია დახარჯული, პროექტი ნოემბრის ბოლოს სრულდება და სტუმრებსაც უმასპინძლებს.

სულ სამი 28 კვადრატული ფართის კოტეჯია მოწყობილი, ტბის პირველ ზოლში, რომელიც მოიცავს საძინებელს, სამზარეულო კუთხესა და აივანს, კოტეჯის აივნებზე განთავსებულია ჰამაკები, ეს კი საშუალებას იძლევა დამსვენებელი დატკბეს პანორამული ხედებითა და ბუნების სილამაზით.

SioniGlamping - ის იდეის ავტორის თქმით ჯერ ასეთი მაშტაბის პანორამული გლამპინგი საქართველოს მაშტაბით არ არსებობს და გაზაფხულისათვის იგეგმება გლამპინგის წყალზე დადმაც, რაც კიდევ უფრო საინტერესეო და მიმზიდველი იქნება სტუმრებისათვის.

სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება, ვერანდების დამატება, ქორწილის, დაბადების დღეებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად, ასევე აღსანიშნავია, რომ იგეგმება, სხვადასხვა საინტერესო სერვისების დამატება, როგორიცაა: საცხენოსნო ტურები, ნავით გასეირნება, თევზაობა, ბაღის გაშენება სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იწარმოება და სტუმარს თავად ექნება საშუალება მოსავლის აღებაში მიიღოს მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %