ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება

თერჯოლის რაიონში მდებარე ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება. მღვიმეში შიდა ინფრასტრუქტურასთან ერთად, მოეწყო გარე ინფრასტრუქტურაც: ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია, სუვენირების გასაყიდი დახლები, ამფითეატრი, პარკინგის ადგილი და საბავშვო ატრაქციონები.

ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის განახლებული მღვიმე

მღვიმეში შესასვლელი ბილეთის ღირებულება, ჯერჯერობით, დაზუსტებული არაა.

კარსტული მღვიმე მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში.  შესასვლელი (სიმაღლე — 0,6 მეტრია, სიგანე 2 მეტრი) ძაბრისებრი ქვაბულის ფსკერზე იხსნება. ორსართულიანია, მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. ჯამური სიგრძე 210 მეტრს აღწევს. ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსია. მღვიმის წყალი შეიცავს კალციუმის მარილებს. სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი. ისინი ერთად ქმნიან სტალაგნატს. მისი რაოდენობა მღვიმეში არის 120. მღვიმე კეთილმოწყობილია. მოიცავს ოთხ დარბაზს: პირველ დარბაზს ქართველი პალეოლოგების დარბაზს უწოდებენ, მეორე – თიხნარის დარბაზის სახელწოდებითაა ცნობილი, მესამე – საოცრებათა დარბაზია, მეოთხეს კი ოქროს ჩარდახს უწოდებენ.

ნავენახევის მღვიმე

მღვიმის არსებობის ისტორია 27 მილიონ წელს ითვლის. 

მღვიმეს სამკურნალო თვისება აქვს. შიგნით არსებული კლიმატი დადებითად მოქმედებს ასთმით დაავადებულებზე.

ნავენახევის მღვიმე, თერჯოლა

ნავენახევის მღვიმე, navenaxevis mRvime

ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმე

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %