დაშბაშის კანიონზე ინფრასტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს

ებრაული კომპანია Kass Land  - ის დამფუძნებლის განცხადებით დაშბაშის კანიონის ინფრასტრუქტურული მშენებლობისათვის 50-60 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელიც გულისხმობს კანიონზე 240 მეტრიანი შუშის ხიდის მშენებლობას, ასევე ჩასასვლელი ხიდის მოწყობასა და კვების ობიექტების განთავსებას. 

დაშბაშის კანიონი საქართველოში პირველი იქნება, სადაც ასეთი მაშტაბის შუშის ხიდი დამონტაჟდება, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, პანორამული ხედებით დატკბნენ და ზიპლაინით ისიამოვნონ. 

კანიონზე ასევე დამონტაჟდება განათებები, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტს ღამის ხედებით ისიამოვნონ, დასხდნენ რესტორანში სასიამოვნო გარემოთი და თუ სურვილი ექნებაათ სასტუმროს მომსახურებითაც ისარგებლონ. 

პროექტის მენეჯერის თქმით სრული სამუშაოები 2023 წელს დასრულდება, ხოლო ეტაპობრივად მოხდება არსებული ინფრასტრუქტურის გახსნა. 

  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %