ყველაზე საშიში და ექსტრემალური გზები მსოფლიოში

თუ მოგწონს საინტერესო ფაქტების გაგება მსოფლიოზე, მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება turebi.ge ბლოგზე!

 

მსოფლიოში ყველაზე საშიში გზები  საოცარი სანახაობაა.

 

როდესაც მანქანით უფსკრულის გასწვრივ გადაადგილდები, სუნთქვა გეკვრება ადრენალინისგან, მიგორავ წინ და ჰორიზონტზე არაფერი ჩანს. ინტერესისგან , შიშისგან და აზარტისგან გაკანკალებს, მაგრამ შენ არ ჩერდები!

 

ატლანტიკური გზა ნორვეგიაში

ნორვეგიაში უნიკალური გზა, რომელიც სპეციალურად ტურისტებისთვის აშენდა. ატლანტიკური გზა აკავშირებს მცირე კუნძულებს ატლანტიკის ოკეანეში.

 

აქ ტურისტებს დახვდება გასაოცარი პეიზაჟები, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს შენი უსაფრთხოება. საქმე იმაშია, რომ ყოფილა შემთხვევები როდესაც ძლიერ ტალღებს მანქანა ოკეანეში ჩაურეცხავს. ამიტომაც აქ ფრთხილად და კარგ ამინდში უნდა გადაადგილდე

დალტონის გზატკეცილი ალასკაზე

დალტონის გზატკეცილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული გზაა. საინტერესო ფაქტია, რომ ალიასკაზე ამ გზის სიგრძე 666 კილომეტრია. მის გასწვრივ შეგიძლიათ შეხვდეთ მხოლოდ სამი დასახლებულ პუნქტ, რომელთაგან თითოეულში ცხოვრობს სულ 30 ადამიანი.

ეშიმა ოჰაშის ხიდი იაპონიაში

უმეტესობამ ეშიმა ოჰაშის ხიდი იცის მინივენ ტანტოს რეკლამიდან. ეს ბეტონის 1.7კმ სიგრძის და 11.3 მეტრი სიგანის ხიდი ყველაზე დიდი ხიდია იაპონიაში და სიდიდით მესამეა მსოფლიოში. იგი აკავშირებს იაპონიის ორ ქალაქს.

 

ეს ხიდი აღიარებულია ერთ-ერთი ყველაზე საშიშ გზად მსოფლიოში. მას ხშირად   ამერიკულ გორაკებთან ადარებენ.

 

სინამდვილეში, ხიდის მაქსიმალური დაქანებაა 6.1%, რაც სავსებით მისაღებია ნებისმიერი მანქანისთვის. საინტერესო ის ფაქტიცაა, რომ ხიდის  უნიკალური სიმაღლე და ფორმა გათვალისწინებულია მის ქვეშ გემების გავლისთვის.

 

ჰიმალაის გზა ნეპალში

ვიწრო ბილიკები, 180 გრადუსიანი მოსახვევები და რეგულარული მეწყერი სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყველას, ვინც გადაწყვეტს აქ გავლას.

 

ჰიმალაის გზა  ნეპალის მაღალ მთებში მდებარეობს. შემთხვევითი არ არის, რომ ეს გზა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად არის აღიარებული. ეს მაგისტრალი, სახელმწიფო დონეზე, აღარ არის მოქმედი და სულ სხვა უფრო უსაფრთხო მარშრუტი არის აშენებული.

 

ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის კი პირიქით ეს სამოთხეა. ცნობისმოყვარე ტურისტები კი ადრენალინისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის,  ცდილობენ  ზუსტად აქ მოხვდნენ.

 

ტროლის ბილიკი ნორვეგიაში

ტროლის ბილიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა, ნორვეგიის  ორ ქალაქს აერთიანებს და გადაკეტილია ზამთარსა და გაზაფხულზე. ამ პერიოდში აქ  ძლიერი თოვლის,ზვავის და მეწყერის საშიშროებაა.ზაფხულში ასობით და ათასობით ექსტრემალი ტურისტი გადიან  სპეციალურ მარშრუტს,რომელსაც 11 მკვეთრი მოსახვევი აქვს.

კაპიტნების გზა ახალ ზელანდიაში

კაპიტანების გზა აშენდა მე -19 საუკუნეში და  ცხენებით მაღაროელების  აღჭურვილობის გადასატანად გამოიყენებოდა. ანუ თანამედროვე მანქანისთვის, რომლის  საშუალო წონაა 1,500 კგ, ეს გზა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს.  უკიდურესად ფხვიერი ნიადაგი მეწყერისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ლოგიკურია, რომ ახალი ზელანდიის გზა თანდათან ინგრევა, რადგან 1900 წლის შემდეგ აქ არავის არაფერი განუახლებია. საინტერესო ფაქტია ისა, რომ არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს ტურისტებს, რომლებმაც ამ გზით მოგზაურობა გადაწყვიტეს , ვინაიდან ყველა ხვდება, რომ ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.

სტელვიოს უღელტეხილი იტალიაში

ბევრი მძღოლისთვის კარგად ცნობილი სტელვიოს უღელტეხილის გზა ლომბარდიასა და ავსტრიას აკავშირებს ერთმანთთან. ეს აღმოსავლეთი ალპების  ყველაზე მაღლამდებარე მონაკვეთია. გზად, თქვენ გვხვდებათ 48 საკმაოდ მკვეთრი მოსახვევი. უცნაური ზიგზაგისებრივი ფორმების გამო, სიმაღლიდან ეს გზა ბავშვის ნაჯღაპნს წააგავს.

სიჩუან-ტიბეტის გზატკეცილი ჩინეთში

აზიის ქვეყნების მაცხოვრებლებმა იციან, რომ ჩინეთის სიჩუან-ტიბეტის გზატკეცილი უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა მსოფლიოში. ხშირი მეწყერი, თოვლის ზვავი  და ჟანგბადის უკმარისობა, სავალალოდ მოქმედებს მძღოლებზე და ავარიულ პირობებს ქმნის.

 

მთის პეიზაჟის განსაცვიფრებელი სილამაზის მიუხედავად, ეს ადგილი ძალიან საშიშია. საინტერესო ფაქტია, რომ ეს გზა 10 მთაზე მეტს კვეთს.

 

ჩრდილოეთ ჯუნგასის გზა ბოლივიაში

დაბოლოს, ჩვენ ვისაუბრებთ მართლაც რომ მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზაზე. ეს არის ჩრდილოეთ ჯუნგასის გზა ბოლივიაში. მისი მეორე სახელია „სიკვდილის გზა“. უნდა ითქვას, რომ ეს სახელი ნამდვილად შეესაბამება ფაქტებს. ყოველწლიურად, აქ 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება,  ათობით მანქანა და ავტობუსი დიდი სიმაღლიდან ვარდება უზარმაზარი სიმაღლიდან.

 

გზა 70 კილომეტრის სიგრძისა და საშუალოდ სულ რაღაც  3.5 მეტრის სიგანისაა.  გზის გასწვრივ უფსკრულის სიღრმე უცვლელია - დაახლოებით 600 მეტრია.

 

ადგილობრივი მაცხოვრებლები, აცნობიერებენ საფრთხეს და ყველანაირად ამ გზაზე სიარულს მაქსიმალურად არიდებენ თავს, რადგანაც უბედური შემთხვევისას, ვერავინ მოვა თქვენს გადასარჩენად და უახლოეს საავადმყოფოში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %