ბაკურიანობა 24-25 თებერვალს გაიმართება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილემურო კურორტ ბაკურიანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო-სპორტული დღესასწაული „ბაკურიანობა“. ღონისძიება წელს 24-25 თებერვალს გაიმართება.
ე.წ ოცდახუთიანების ტერიტორიაზე ჩატარდება ისეთი სპორტულ-ექსტრემალური შეჯიბრები, როგორიცაა: თხილამურებით სირბილი, სლალომი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი, ჰოკეი. ასევე გაიმართება ავტო შეჯიბრი ე.წ Off Road. მოხდება შეჯიბრში გამარჯვებული და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება. "ბაკურიანობა 2018"-ს დაასრულებს გალა-კონცერტი პოპულარული საესტრადო ჯგუფების მონაწილეობითა და საზეიმო ფეიერვერკით.
დღესასწაულის განმავლობაში სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ გლინტვეინი, ჩაი და ყავა სპეციალურად მოწყობილ კვების ობიექტებში.