აფრიკაში ორკვირიანი მოგზაურობის შანსი

პროექტი „მოვლა“ რამდენიმე თვის წინ, ჯეოსელის ინიციატივით დაიწყო, რომლის მიზანიც მობილური ინტერნეტის გამოყენებით დანაგვიანებული ლოკაციების დაფიქსირება, ერთ სივრცეში ატვირთვა და შემდეგ პრობლემური ადგილების დასუფთავება არის. პროექტის ირგვლივ გაერთიანდა ბევრი მოხალისე და კერძო კომპანია. ერთიანი ძალებით მოხერხდა  მთელი საქართველოს მასშტაბით  501 დანაგვიანებული ადგილის მონიშვნა,  რომელთაგანაც  213 ლოკაცია უკვე  დასუფთავებულია.

პირველი მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეულია და მომავალში ამ აქტივობის მაქსიმალურად წახალისებისთვის, ჯეოსელი ყველა მსურველს საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო კონკურსს სთავაზობს.

წარმოიდგინეთ -  დაგრეხილრქიანი ანტილოპები, შიმპანზეები, ავაზები და მომთაბარე ჭიანჭველები. არა, არა, გალიებში არა - ზოოპარკს ნუ წარმოიდგენთ - აფრიკა წარმოიდგინეთ. შამანი ბაბუინი რაფიკი რომ ცხოვრობს, ეგეთი ხეების ტყით, ზეთის პალმებითა და აბანოზის ხეებით. სიმბაც შეგიძლიათ წარმოიდგნოთ, ოღონდ შორიდან. ჯუჯა ბეჰემოთები, უზარმაზარი სპილოები, ადგილობრივი ტომები და ადამიანები საინტერესო ისტორიებით. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როცა ამ ჯადოსნურ სამყაროში დააბიჯებთ.

გაგიჭირდათ, არა?

ეგ არაფერი. წარმოდგენა შეგიძლიათ რეალობად აქციოთ და მართლა იმოგზაუროთ აფრიკაში, რომლის სანახავადაც თქვენს ქვეყანაში უკვე ნანახ ადგილებზე უნდა დაწეროთ. 

კონკურსს ჯეოსელი და National Geographic საქართველო  წარმოგიდგენთ, რომლის ფარგლებშიც, ყველა მსურველმა უნდა შექმნას ბლოგპოსტი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას, დანაგვიანებული ადგილების პრობლემებსა და მის დასუფთავებას ეხება. მონაწილემ ბლოგს თან უნდა დაურთოს მის მიერ გადაღებული ფოტოები იმავე თემაზე და კონკურსის ვებგვერდზე africa.movla.ge გაგზავნოს. სამი გამარჯვებული კონკურსანტი National Geographic  საქართველოსთან ერთად გაემგზავრება ორკვირიან მოგზაურობაში კენიაში.

პროექტის და კონკურსის დეტალებს გაეცანით ვებგვერდზე

africa.movla.ge

www.movla.ge

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %