ჟიურის წევრები - #ქალაქიხასიათით

წარმოგიდგენთ შემოქმედებითი კონკურსის #ქალაქიხასიათით ჟიურის წევრებს

 

მარი ნაკანი

მარი კომერციული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების  თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეო რეკლამები. ის სახელგანთქმული ფოტოგრაფების გურამ წიბახაშვილის და ვატო წერეთლის მოსწავლეა. არის „Behance Portfolio Review „-ის გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, „ჯიპას“ 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო „Lookmodelsmanagement“-ში, არის ფოტოსკოლა „ნაკანიმამასახლისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

ალექსი ჩიქოვანი

ალექსი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელია. სააგენტომ არსებობის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ცნობილი ბრენდი შექმნა და გამოიყვანა ბაზარზე www.live.com.ge. ალექსის აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგის ლექციების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების მიმართულებით. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, კორპორატიულ სტრატეგიასა და ბრენდინგში.

 

ანანო ბაკურაძე

ანანო ყოფილი ჟურნალისტი/ამჟამად ამბის მთხრობელია (Storyteller). დაამთავრა ნიცის სოფია ანტიპოლის უნივერსიტეტი (University of Nice Sophia Antipolis - ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი), ამავდროულად, ნიცაში მუშაობდა ავტორად სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში, მათ შორის იყო „ლე ფიგარო/LE FIGARO.“ 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ფრილანსერ მკვლევარად და ავტორად „ლე ფიგარო LE FIGARO“-სთვის. 2015 წელს ანანო მუშაობდა მოსკოვში რეპორტიორად Kanal Dozhd (Optimistic Channel)-ზე. მოგვიანებით კი გადმოვიდა თბილისში. 2017 წლის ზაფხულში მეგობართან ერთად დააარსა პირველი Storytelling მედია პლატფორმა საქართველოში THE MOVEMENT TV.

 

გიორგი გიორგაშვილი

გიორგის მთავარი საქმიანობა ბოლო 10 წლის განმავლობაში მედიაა, მეტწილად - ინტერნეტ მედია. უკვე მეთხე წელია, ხელმძღვანელობს ვიდეოპორტალს Palitravideo.ge, სადაც  მულტიმედია გუნდთან ერთად ავითარებს როგორც ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულებას, ასევე ფროდაქშენის ნაწილს. ის ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ყოველდღიური საღამოს შემაჯამებელი გამოშვების -„საღამოს ნიუსრუმის“ პროდიუსერი და წამყვანია. საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ახალი მედიის სტრატეგიაზე. ხელმძღვანელობდა საინფორმაციო პორტალს ambebi.ge და არის რამდენიმე ტელეფორმატის ავტორი. ინტერნეტ აუდიტორიასთან წარმატებული კომუნიკაციის ყველაზე მთავარი გამოწვევა კი  კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით 10 წლის წინ იყო, როდესაც გიორგიმ შექმნა მისი პირველი სოციალური მედია კამპანია პროექტისათვის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელიც დღემდე რჩება მისი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროექტად.

 

თინათინ ყაჯრიშვილი

თინამ 2001 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით კინორეჟისორი. 2009 წელს გაიარა ევროპის აუდიო ვიზუალური ინტერპრენიერსის კურსი კინოპროდიუსინგში (EAVE). ის არის ევროპის კინო აკადემიის და საქართველოს კინო აკადემიის წევრი, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის ალტერნატიული ტალღის დამფუძნებელი და ორგანიზატორი. როგორც პროდიუსერს შექმნილი აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, მათ შორის „გაყინული შადრევნების წელიწადი“ (რეჟ. ვანო ბურდული), „ფარაჯანოვი“ (რეჟ. ოლენა ფეტისოვა, სერჟ ავედიკიანი), „საშიში დედა“ (რეჟ. ანა ურუშაძე), „მეზობლები“ (რეჟ. გიგიშა აბაშიძე). თინა ასევე არის რეჟისორი და პროდიუსერი ფილმების „პატარძლები“ და „ჰორიზონტი“. ორივე ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოპოვებული აქვს ჯილდოები ბერლინის, სარაევოს, სანტაფეს, ვარნას და სხვა ფესტივალებზე.

 

კონსტანტინე ესაძე

კონსტანტინე კინოოპერატორი და „კავკასიის კინო სერვისის“ პარტნიორი და დამფუძნებელია. განათლება თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში მიიღო, კინოსაოპერატორო და სარეჟისორო მიმართულებით. მას დიდი გამოცდილება გაქვს როგორც ფილმოგრაფიაში, ასევე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების შექმნაში. კონსტანტინეს ნამუშევრებმა უამრავი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, როგორებიცაა: „ოქროს თვალი“, „სესილი“, ბომბეის საერთაშორისო კინოფესტივალი, ბეუეს საერთაშორისო კინოფესტივალი და ა.შ.

 

ჩვენ კი შეგახსენებთ: #ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“-ს  მასშტაბური კონკურსია. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

 

კონკურსის დეტალების გაცნობა შეგიძლიათ აქ: #ქალაქიხასიათით - კონკურსის შესახებ

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %