#ქალაქიხასიათით - კონკურსის შესახებ

პროექტის იდეა
#ქალაქიხასიათით შემოქმედებითი კონკურსია, რომლის მიზანს საქართველოს სხვადასხვა კუთხისა თუ რეგიონის, ქალაქის ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მისი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენს. 


მართალია, ჩვენ ვიცნობთ საქართველოს კუთხეებს, ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს საკუთარი მოგზაურობიდან, ან ინტერნეტში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალიდან, მოგვწონს, ვაღიარებთ, ვუზუარებთ სხვებს და ვაფასებთ, თუმცა ძალიან იშვიათად თუ გვიფიქრია მათ უნიკალურობასა და გამორჩეულობაზე. 


პროექტის იდეა სწორედ ეს არის -  წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან. 


კონკურსი #ქალაქიხასიათით ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას,  რაც შესაძლელობას მოგვცემს გავიცნოთ ამა თუ იმ ქალაქის/კუთხის კულტურა და საზოგადოება, კულინარია... აღმოვაჩინოთ ობიექტივს მიღმა დარჩენილი ადგილები, ან სხვა თვალითა თუ რაკურსით შევხედოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნაგებობეს, ქუჩებს, სახლებს, მთებსა თუ მდინარეებს.  


კონკურსის შესახებ:


#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებლ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ. საბოლოო პროდუქტი თუ ნამუშევარი ატვირთოს  საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram), რათა გაუზიაროს  ისტორია მეგობრებს და გაუჩინოს მოგზაურობის სურვილი.
კონკურსში  თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ადგილს შორის, როგორ ხედავს თუ გრძნობს მას.  
კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური და მათ სოლიდურ პრიზებს გადასცემს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:
http://qalaqikhasiatit.borjomi.com/

პროექტის ორგანიზატორია „IDS ბორჯომი საქართველო“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ! „ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით გვიღებს კარს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.
 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %