50

ევროპაში იაფი ფრენები შეიძლება გაქრეს?!

04 დეკემბერი 2019
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ მალე ავიაკომპანიებისთვის შემოიღებენ ე.წ. ეკო-გადასახადს. 2020 წელს გადასახადი ძალაში შევა გერმანიასა და საფრანგეთში, 2021 წელს- ჰოლანდიაში. თუმცა შვედეთში ის 2018 წლიდან უკვე მოქმედებს.
2019 წელი ყველას დაამახსოვრდება, როგორც წელი, როდესაც ავიაკომპანიებს აკრიტიკებდნენ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო. ევროკომიის მონაცემებით, ბიუჯეტური (ლოუკოსტერი) Ryanair პირველი ავიაკომპოანია გახდა, რომელიც ევროკავშირში ატმოსფეროს ნაბინძურების ტოპ-ათეულში შევიდა.
ევროკომიტეტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ზუსტად თვითმფრინავი იქნება გარემოს დაბინძურების ძირითადი წყარო. ამასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთს გამონაბოლქვის შემცირების გეგმის შემუშავება შესთავაზა. ამ გეგმას საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს - დაბინძურების ნულამდე მიყვანა.
მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც მომავალში აიძულებს თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს ნაკლებად „მავნე“ თვითმფრ
...