ნომინაცია - საუკეთესო ღვინის ტურიზმი #გაიცანინომინანტი2019_WTG

#გაიცანინომინანტი2019_WTG

ნომინაცია - საუკეთესო ღვინის ტურიზმი

 

ამ ნომინაციაში მონაწილეობას იღებს ყველა ღვინის კომპანია, ღვინის მარანი, ღვინის ბარი, რომელიც სთავაზობს ტურისტულ გამოცდილებას სტუმრებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვას ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში.

 

ნომინანტი Hotel Wine Palace სასტუმრო ღვინის სასახლე, სასტუმრო სრულად აკმაყოფილებს ევროპულსა და გერმანულ უმაღლეს სტანდარტებს. სასტუმროს მყუდრო ოთახების კედლები მოხატულია ხელით , კლასიკური და რომანტიკული კომბინაციით. მას აქვს უნიკალური მარანი, რომელიც ინახავს დაახლოებით 100 ბრენდის ქართულ ღვინოს, ასევე სახლის ღვინოს

 

 

ნომინანტი Royal Khvanchkara • როიალ ხვანჭკარა„ხვანჭკარას“ ისტორია საუკუნეებს მოიცავს. რაჭული ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდებმა სრულყოფილებას მე-19 საუკუნეში რაჭის თავადების, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების წყალობით მიაღწია. ასე შეიქმნა სახელგანთქმული „ყიფიანის ღვინო“, რომელიც დღეს „ხვანჭკარას“ სახელითაა ცნობილი. კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენა გახდა.

 

 

ნომინანტი Shilda Winery • მეღვინეობა შილდა,რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქართულ ღვინოს და კონიაკს. კომპანიის მისიაა გადავიღოთ საფრთხეში მყოფი ქართული ვაზის ჯიშები და გავაცნოთ მსოფლიოს ისინი. ეს ამბიციური პროექტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ მეღვინეობაში

 

 

ნომინანტი - Guramishvili's Marani / “გურამიშვილის მარანი”. თადეოზ გურამიშვილისეული XIX-საუკუნის მარანი, სრულად რესტავრირებული და რეკონსტრუირებულია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მიერ.  “გურამიშვილის მარანის” ტერიტორიაზე განლაგებულია, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის გადასამუშავებელი მინი ქარხანა, ღვინის საცავი და მაღალი კლასის რესტორანი ზამთრის ბაღით.ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ საუცხოო ქართული ღვინოები.

 

 

 

ნომინანტი მეღვინეობა "შუმი", ერთ-ერთი მსხვილი უმაღლესი ხარისხის ღვინის მწარმოებელი კომპანია. "შუმი" განთავსებულია წინანდალში,სადაც მას 900 - მდე ყურძნის ჯიშისაგან გაშენებული ულამაზესი საკოლექციო ვენახი აქვს. ღსანიშნავია ის ფაქტი რომ მეღვინეობა შუმის სიმბოლოა - გრიფონი, რაც მას კიდევ უფრო განსხვავებულსა და საინტერესოს ჰქმნის. გრიფონი მითოლოგიური ფრინველია, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, პირველმა მოუტანა კაცობრიობას ყურძნის წიპწა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მეღვინეობას დედამიწაზე.

 

 

ნომინანტი "მეღვინეობა ხარება", უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. შესაბამისად კომპანია მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს.

 

 

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართება  SHERATON GRAND TBILISI METECHI PALACE- ში 2019 წლის 6 დეკემბერს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %