შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს 28 მარტიდან შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შედის ძალაში.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას: 

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. 

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; 

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

ტურისტული მიზნით უვიზო მიმოსვლის წესებს გაეცანით ბმულზე

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %