ახალი დასასვენებელი კომპლექსი „სვიანა რეზორტი“ - თელავში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში გაიხსნა ახალი ბუნებრივი რეკრეაციული ზონა „ სვიანა“, რომელიც თელავიდან 37 კმ - ზე მდებარეობს, დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორია ბიომრავალფეროვნებითა და ჯანსაღი ჰაერით გამორჩეულია, იგი ილტოს აღკვეთილს, თუშეთის დაცულ ლანდშაფტსა და ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალებს შორისაა მოქცეული.
სასტუმრო შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და აგებულია ხის ეკო კოტეჯებით, იგი აღჭურვილია: საკონფერენციო დარბაზით, კახური რესტორნით (ღვინის ქვევრებთან ერთად), ევროპული რესტორნით, აუზებით განკუთვნილი ბავშვებისა და უფროსებისათვის, ასევე გამაჯანსაღებელი რუსული აბანოთი.
სასტუმრო 14 კომფორტული აივნიანი ნომრისაგან და 4 ხის კოტეჯისაგან შედგება, სადაც თითოეული ნომერი უკაბელო ინტერნეტითაა აღჭურვილი, სხვადასხვა კატეგორიის ნომრები გათვლილია 2/3 ადამიანზე, აქვე შესაძლებელია საწოლების დამატება. სასტუმრო სულ 62 დამსვენებელს იტევს, ხოლო რესტორანი 100 კაცს.
დასასვენებელ კომპლექსში შესაძლებლობა გექნებათ განიტვირთოთ და ისიამოვნოთ:
საფეხმავლო მარშუტების მრავალფეროვნებით თუშეთისაკენ მიმავალ ბუნების საოცრებებით სავსე ხეობაში, მდინარე სტორის სანაპიროზე გასეირნებითა და პიკნიკის მოწყობით, მთებში გაფანტული უძველესი ისტორიული ძეგლებისა და ჩანჩქერების დალაშქვრით, ადგილობრივი დიასახლისების მიერ მომზადებული მთისა და ბარის კერძების დაგემოვნებით, ასევე ადგილობრივი კერძების მასტერკლასებითა და ცხენებით გასეირნებით.
ფასებისა და დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს:Sviana Resort.
ფოტო მასალა გამოყენებულია სასტუმროს გვერდიდან - Sviana Resort.